in

სად შევიძინოთ საახალწლო აქსესუარები სახლისთვის – Homeis.ge-ს 5 რჩეული მაღაზია

სულ მალე დეკემბრის თვეში გადავინაცვლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა დიდი საახალწლო სამზადისი დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, დღეს გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე მაღაზია, სადაც საახალწლო აქსესუარებისა თუ დეკორაციების შეძენას შეძლებთ და თქვენს დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდით.

Ambiance

ჩვენი რჩეული მაღაზიების ტოპ 5-ში ლოგიკურია ამბიენსის დასახელება, რომელიც მომხმარებლებს ყოველწლიურად სთავაზობს გამორჩეულ აქსესუარებს. აბაშიძის 2 ნომერში ნამდვილად დაგხვდებათ “ამბიენსური” დღესასწაული, საიდანაც უამრავი ნივთის არჩევას შეძლებთ როგორც ნაძვის ხის, ისე სუფრისა და ინტერიერის საახალწლოდ გასაფორმებლად.

Coincasa

დეკორის ეს იტალიური ბრენდიც აქტიურად გვთავაზობს საახალწლოდ გამორჩეულ პროდუქციას. აქაური ნაძვის ხეები, განათებები და საახალწლო სათამაშოები ნამდვილად მოგჭრით თვალს და თან – აუცილებლად შეამჩნევთ იტალიურ ხარისხსაც. კოინკაზას პროდუქციის დათვალიერებას შეძლებთ ყაზბეგის 24-სა და რუსთაველის 42 ნომრებში.

Home

ჰოუმის ოქროსფერი სამყარო კიდევ უფრო აბრჭყვიალდა საახალწლო პროდუქციით. ბრენდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულ აქსესუარებსა და დეკორს გვთავაზობს, საახალწლოდ ნამდვილად გვახვევს თავბრუს მისი მოძრავი და მუსიკალური საახალწლო ნივთებით, ნაძვის ხეებით, მანათობელი გირლიანდებით და ა.შ

Super

სუპერის მონახულება და აქაური მაგიის ხილვა ბევრისთვის უკვე ჩვეულ, საახალწლო ტრადიციად იქცა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა ტიპის საახალწლო დეკორსა და ნივთს შეხვდებით – ალბათ, ზუსტად არჩევანის ეს მრავალფეროვნება ართულებს ხოლმე საქმეს სუპერში შესვლისას. რაც უნდა იყოს, სუპერის ფილიალები მრავლადაა ქალაქში და თუკი ერთხელ ჩაუვლით მას, გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით.

JYSK

სახლის დეკორის ეს სკანდინავიური ბრენდი ყოველწლიურად გვთავაზობს საახალწლო აქსესუარების უხვ არჩევანს. გადავწყვიტეთ, წელსაც ყოფილიყო ის Homeis.ge-ის ტოპ 5-ში, რადგანაც აქაც გამორჩეულად ბევრნაირი ნივთი გვხვდება საახალწლოდ. იუსკიში, ძირითადად, სადღესასწაულო განათებებსა და ინტერიერის ნივთებს შეხვდებით, რომლებიც ჩრდილოური ტრადიციებისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.

ბრწყინვალედ გათვლილი თაუნჰაუსი მანჰეტენზე

მაღაზია-ბარი “ალკო ჰოლი” – Dadiani Architects-ის ნამუშევარი