ახალი წელი ახლოვდება და ჩვენი გონება ნელ-ნელა უკვე იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააფორმოს სახლი საახალწლოდ – რა შემატოს მას? როგორ გახადოს სივრცე უფრო ორიგინალური? და ა.შ ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე მარტივი რჩევა საიმისოდ, რომ თქვენი სახლი ჯადოსნურ სივრცედ იქცეს.
გირლიანდები სახლის საახალწლოდ გასაფორმებლად ერთ-ერთი კლასიკური, კარგად ნაცადი და მშვენიერი გზაა – საამისოდ კი, ნაძვის ტოტები დაგჭირდებათ. მისი გაკეთება თქვენც მარტივად შეგიძლიათ, თუმცა, ასევე შეგიძლიათ, მარტივადვე გააფორმოთ ეს გირლიანდები თქვენ მიერ დამზადებული ქაღალდის დეკორაციებით – სწორედ ისეთით, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.
სპილენძის მილების სასანთლეები
გსურთ, რომ კიდევ უფრო გამორჩეული იყოთ? საამისოდ, გირჩევთ სპილენძის მილები სასანთლეებად გამოიყენოთ და ისინი სადღესასწაულო ფერებში შეღებოთ. ეს სასანთლეები ნამდვილად დაამშვენებს თქვენი საახალწლო სუფრის ცენტრს.
შეკერეთ წინდები
თქვენი ბუხრისთვის მყუდრო აქცენტების დასამატებლად, გამოიყენეთ თქვენი სამკერვალო უნარები და შეკერეთ წინდები – ზუსტად იმ დიზაინის, როგორიც თქვენ მოგესურვებათ.
დაამატეთ არომატი თქვენს სანთლებს
ფორთოხალი საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია და შეგიძლიათ, თქვენს სასანთლეებში სწორედ ის გამოიყენოთ არომატის დასამატებლად – შემდეგ უკვე მთელ სახლში სასიამოვნო და, რაც მთავარია, საახალწლო სურნელი იტრიალებს.
მინი ნაძვის ხეები
ეს მინი ნაძვის ხეები მშვენიერი გზაა, სახლის გასაფორმებლად. მსგავსი ხის ფორმების შეძენა მარტივადაა შესაძლებელი – ასე რომ, შეგიძლიათ ისინი შეიძინოთ და თავად მოხატოთ. ამ ფორმით თქვენი სახლი უფრო ორიგინალური გახდება და თავად პროცესიც ბევრად სასიამოვნო იქნება.
შექმენით პატარა ხე
ეს მომხიბვლელი “ხე” ნამდვილად გამოიყურება ელეგანტურად და მისი დამზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ იპოვნეთ ხის ტოტი, წაუსვით საღებავი, ჩადეთ პატარა შუშის ბოთლში ან ლარნაკში და გააფორმეთ სასრურველი დიზაინით!