in

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი? — რამდენიმე პრაქტიკული რჩევა საჭირო პროდუქტების სქემით

საბავშვო ოთახის მოწყობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს მაქსიმალურად მოსახერხებელი, კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საცხოვრებელი სივრცე მოზარდების ხასიათზე, განწყობაზე, სწორ განვითარებასა და ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ ავეჯისა და აქსესუარების ელემენტები და ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ნივთებით დავაკომპლექტოთ ოთახი. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას საბავშვო ინტერიერთან დაკავშირებით და იმ აუცილებელ ნივთებს გაგაცნობთ, რომლებიც მაქსიმალურად ფუნქციური, მოსახერხებელი, დაცული და ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

საბავშვო საწოლი 

საბავშვო საწოლი ოთახის განუყოფელი ელემენტია, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხო, კომფორტულ დასაძინებელ და დასასვენებელ ადგილს უზრუნველყოფს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. სწორად შერჩეული საწოლი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და მყუდრო გარემოს ქმნის დასვენებისა და განტვირთვისთვის. დიზაინერები გვირჩევენ, უპირატესობა სათავსოებიან საწოლებს მივანიჭოთ, რომლებიც სივრცეს ზოგავს და ორგანიზებული გარემოს შენარჩუნებაში გვეხმარება. ასევე, დარგის წარმომადგენლების თქმით, უმჯობესია, საწოლი კედლის გასწვრივ, ფანჯრისგან მოშორებით მოვათავსოთ და ტექსტილად ნათელი, ფერადი თეთრეული გამოვიყენოთ, რათა ინტერიერი გავახალისოთ და გამოვაცოცხლოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სახატავი დაფა

ბავშვისთვის თამაში, ხატვა, სხვადასხვა აქტივობის შესრულება აუცილებელია თვითგამოხატვის, განვითარებისა და ენერგიის ნაყოფიერად ხარჯვისთვის, ამიტომ სახატავი დაფა კიდევ ერთი საჭირო ელემენტია ოთახში. ის ხელს უწყობს მოზარდის კრეატიულობის, წარმოსახვის და ვიზუალურ-სივრცითი უნარების განვითარებას. ასევე ბავშვებს ეხმარება წერა-კითხვის შესწავლაში და სასწავლო აქტივობების შესრულებაში ისე, რომ ეს პროცესი მათთვის არა მომაბეზრებელი, არამედ გასართობი და სახალისო იყოს. ასევე, დაფა მრავალჯერადად გამოიყენება, ზოგავს ქაღალდის გამოყენების საჭიროებას და ეკოლოგიურად სასარგებლოა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სახატავი დაფა საძინებელში შეასრულებს როგორც სათამაშო, ასევე სასწავლო ფუნქციას და დეკორატიულად გააფორმებს სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ჭილოფის სათავსო

ორგანიზებული სივრცე ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტიურ განვითარებას და პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებაში ეხმარება, ასწავლის წესრიგისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას. ამიტომ აუცილებელია, საბავშვო ოთახში სათავსოები და ორგანაიზერები განვათავსოთ. ამ მხრივ კი უმჯობესია, ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს მივანიჭოთ უპირატესობა. მაგალითად, ჭილოფის ნივთებს, რომლებიც საკმაოდ მსუბუქი, მარტივი გადასაადგილებელია და მიმზიდველი დიზაინის გამო, ინტერიერს საინტერესო და მომხიბვლელ აქცენტებს სძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სათამაშო ხალიჩა

დიზაინერები გვირჩევენ, საბავშვო ოთახში რბილი დასაფენისა და ხალიჩის გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეს თამაშისა და სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად. ნაზი ტექსტილი პატარებს მაგარ ზედაპირზე დაცემისგან იცავს, ხელს უწყობს სივრცის ზონირებას და მის ფუნქციურ ნაწილებად დაყოფას. აუმჯობესებს წესრიგსა და ჰიგიენას და მოზარდებისთვის მოსახერხებელ, სასიამოვნო გარემოს ქმნის თამაშისა თუ მეცადინეობისთვის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ბალდაჰინი საწოლისთვის 

დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ბალდაჰინის დამატება იდეალური საშუალება იქნება მყუდრო, ზღაპრული და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. რადგან ბალდაჰინი ინტერიერს გამორჩეულ ესთეტიკას და სახასიათო იერს შესძენს, სივრცეს კი სასიამოვნო განწყობას  შემატებას, რაც საძინებელს საყვარელ ადგილად აქცევს. ის ასევე ხელს შეუწყობს თამაშის პროცესს და პატარებს დასაძინებლად მყუდრო  და მშვიდ ატმოსფეროს შეუქმნის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე 

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

ყავისფერი ინტერიერში – ყველაფერი, რაც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

8 ადგილი თბილისში, სადაც საოფისე ავეჯს შეიძენთ