in

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას?

ბინის შეძენისას მნიშვნელოვანია მომავალი საცხოვრებელი სივრცის გათვალისწინება, რათა ის სრულად  აკმაყოფილებდეს თქვენს ყველა მოთხოვნას და უზრუნველყოფდეს კომფორტულ  გარემოს კონკრეტულად თქვენთვის. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, ის მთავარი მახასიათებლები გაგაცნოთ, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი, მოხერხებული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის.

საცხოვრებლის ფართობი — ცხადია, საცხოვრებლის ზომა მომხმარებლის ბიუჯეტზეა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბინის შერჩევისას, უპირველესად, სწორედ სასურველი ფართობი უნდა შეაფასოთ. ყურადღებით დააკვირდით სივრცის კვადრატულობას და გაითვალისწინეთ ავეჯისა და სათავსოების ზომები, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ თუ რამდენად კომფორტულად და მოხერხებულად მოეწყობით მომავალ საცხოვრებელში.

ოთახების განლაგება და ზონირება — როდესაც ბინას ახალაშენებულ კომპლექსში ყიდულობთ, უმჯობესია, თავიდანვე განსაზღვროთ სივრცის ფუნქციური ზონები, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ გეგმარების შეცვლა  და დამატებით რემონტსა თუ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე ფიქრი. ამ პროცესში კარგი იქნება პროფესიონალსაც თუ დაიხმართ და მის რჩევებს გაითვალისწინებთ, რათა მაქსიმალურად ფუნქციური და თქვენს საჭიროებებზე მორგებული სივრცე მიიღოთ.

ბინის მდებარეობა  და განათება — შეძენამდე აუცილებლად დააკვირდით ბინის მდებარეობას, როგორ და რომელ მხარესაა განლაგებული ის, რამდენად ნათელია სივრცე და რა რაოდენობის ფანჯრებია დამონტაჟებული მასში. გარდა იმისა, რომ კარგი ბუნებრივი განათება სასიცოცხლოდ აუცილებელი დეტალია ბინაში, ის ასევე დიდ გავლენას ახდენს ინტერიერის იერსახესა და გათბობა-გაგრილების სისტემებზე, ეს კი თავის მხრივ, თბოდანაკარგის რაოდენობასა და კომუნალურ ხარჯებზეც აისახება.

ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა — თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები ენერგოეფექტურობითა და ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა. შესაბამისად, სახლის შეძენისას უმჯობესია, უპირატესობა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაგებ შენობებს მიანიჭოთ. ამ შემთხვევაში თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება, რადგან ევროპული წესით დადგენილი მასალების ხარისხი და მშენებლობის ტექნიკა სრული სიმშვიდის გარანტია. წინასწარ შეამოწმეთ სავენტილაციო, საიზოლაციო, გათბობისა და გაგრილების სისტემების მდგომარეობა, კედლების, ჭერის, იატაკისა და კარ-ფანჯრების ხარისხი და გამოყენებული მასალების სიჯანსაღე, რათა საცხოვრებელში თავი მაქსიმალურად კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოთ.

ჩაბარების პირობები —  ყურადღებით გაეცანით იმ პირობებს, რასაც კონკრეტული დეველოპერული კომპანია გთავაზობთ და შეაფასეთ, რამდენად აკმაყოფილებს სივრცე თანამედროვე ცხოვრების საჭიროებებს. დღევანდელ ქართულ ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მობინადრეებს დაუსრულებენ კორპუსში უწევთ შესახლება, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, აუცილებელია ჩაბარების ზუსტი ვადებისა და საცხოვრებელი კომპლექსის მდგომარეობის წინასწარ ცოდნა.

გარე სივრცეების, აივნებისა და ეზოს გათვალისწინება — შიდა სივრცესთან ერთად, აუცილებელია გარე ზონების კეთილმოწყობაც. კომფორტული და სრულფასოვანი გარემოს მისაღებად, სასურველია, ბინას უსაფრთხო და მოპირკეთებული აივანი და/ან გამწვანებული ეზო ჰქონდეს, რათა მაცხოვრებლებმა სუფთა ჰაერზე დასვენება, განტვირთვა და დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში უკვე გამოჩნდა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ერთ-ერთი ასეთი კომპლექსია „ნამაი ვაკე“ – ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე. ეს არის თანამედროვე სტანდარტების დაცვით ნაგები პრემიუმ კლასის კომპლექსი ქალაქის ცენტრში, რომელიც ბინადრების მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

Knoll – ავეჯის ამერიკული ბრენდის ისტორია

ფერადი აქცენტებით შექმნილი ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — ანანო მეგრელიშვილის ინტერიერი