in

სადღესასწაულო განათების 5 ძირითადი შეცდომა

ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა. სადღესასწაულო მზადებისა და საახალწლო განათებაზე ზრუნვის დროა. სწორედ ამიტომ, დღეს სადღესასწაულო განათების მოწყობის ტიპურ შეცდომებზე ვისაუბრებთ.

ყველაფერს ერთ კუთხეში ნუ მოათავსებთ

გერლიანდები და სანთლები ახალი წლის მთავარი ატრიბუტებია და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობის ძირითადი მიზეზი. თუმცა, ყურადღება გვმართებს – მუდმივად მოციმციმე სანათები დამღლელია. უმჯობესია, სინათლის წყაროების სხვა სადღესასწაულო მორთულობებთან ერთად გამოყენება.

გაითვალისწინეთ ინტერიერის ფერთა გამა

სადღესასწაულო დეკორი, მათ შორის გირლიანდები და სანათები, ხშირად კაშკაშა ფერებშია დამზადებული და ყურადღება იპყრობს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ინტერიერის პალიტრის გათვალისწინება და ისეთი მორთულობა აირჩიეთ, რომელიც საერთო გარემოსთან გადამეტებულ კონტრასტს არ შექმნის.

აანთეთ სანთლები

სეზონის მიუხედავად, სანთლები ყოველთვის დეკორის აქტუალური ნივთია. თუ სახლში უკვე გაქვთ ისინი, შეგიძლიათ ელეგანტური სასანთლით ან რამდენიმე ტოტით შეავსოთ. ასე საახალწლო განწყობას შექმნით. თუ თქვენ ახლის შეძენა გსურთ, ყურადღება ნეიტრალური ელფერის მქონე ვარიანტებზე გაამახვილეთ, სამაგიეროდ მათ გამოყენებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ.

ქუჩის გირლიანდები სახლში შეგიძლიათ გამოიყენოთ

დღესასწაულებს ყოველთვის დამატებითი ხარჯები მოაქვს, ამიტომ  გირლიანდებზე ფულის დაზოგვის ხელიდან გაშვება შეცდომა იქნება. ის ზაფხულში აივნის დასამშვენებლად გამოდგება, მშვენიერია ბინაში სადღესასწაულო ატმოსფეროსა და განწყობის შექმნისთვის. შეგიძლიათ კედელზე, ფანჯარაზე, სარკეზე ან მაღალ თაროებზე ჩამოკიდოთ.

სინათლის წყარო მთელ სახლში გაანაწილეთ

როდესაც საქმე საახალწლო განათებამდე მიდის, პირველ რიგში ფანჯრების მორთვაა                    მიღებული. ეს გასაგებიცაა – ზამთარში ბუნებრივი სინათლის დეფიციტს განვიცდით. თუმცა, ასეთი მიდგომით სხვა სივრცეები შესაძლებელია ცარიელი აღმოჩნდეს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ სახლში ყველა კუთხეს დაუთმოთ ყურადღება და მათ სიმყუდროვეზეც იზრუნოთ.

უნიკალური აპარტოტელი შეკვეთილში

ქერი ბრედშოუს ლეგენდარული ბინა ნიუ-იორკში Airbnb-ზე ქირავდება