in

ნივთების შენახვის ალტერნატიული გზები საძინებელში — 5 საინტერესო იდეა

საღამოს თქვენს საძინებელში სკამი ან სავარძელი საკიდად იქცევა? ერთადერთი არ ხართ, ვისაც ეს პრობლემა აქვს. მის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად რამდენიმე მარტივი გადაწყვეტა არსებობს. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

საკიდები

კდლის საკიდი შესანიშნავი შემცვლელია საძინებელში განთავსებული სკამისთვის, რომელიც ხშირად სხვადასხვა ნივთებით არის სავსე. საკიდები დიდ ადგილს არ იკავებს — მათი დამაგრება შესაძლებელია კედელზე, კარზე ან გარდერობის კარის შიდა მხარეს.

დასადგამი საკიდი

დასადგამი საკიდი კიდევ ერთი პრაქტიკული გამოსავალია, რომელიც საძინებლის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, თქვენი საყვარელი სვიტერები, კაბები და ბლუზები თავად იქცევა ინტერიერის დეკორაციად და ატმოსფეროს უფრო კომფორტულს გახდის.

ბენჩი სათავსოთი

თუ საძინებელში არეულობამ დაგღალათ, განიხილეთ სათავსოს მქონე გრძელი სკამის შეძენა. ისინი ყველა საჭირო წვრილმანის დამალვაში დაგეხმარებათ და ინტერიერსაც გაალამაზებს.

საკიდი-კიბე

დეკორატიული კიბე არის ელეგანტური დეტალი, რომელსაც ადვილად შეუძლია საძინებელში სკამის ან სავარძლის ადგილი დაიკავოს. ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი გაცილებით მოწესრიგებულად გამოიყურება და ნაკლებად იკუჭება.

კალათები და ყუთები

ტანსაცმლით დატვირთული სკამის კიდევ ერთ ღირსეულ ჩანაცვლებას კალათები და ყუთები წარმოადგენს. ისინი პრაქტიკული და კომპაქტურია, ადვილად ეტევა არა მხოლოდ კარადის თაროზე, არამედ საწოლის ან მის გვერდით განთავსებული მაგიდის ქვეშაც.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ჰენინგ ლარსენი — არქიტექტორი საერთაშორისო აღიარებით

Akete Card – საქართველოში პირველი პლასტიკური ფასდაკლების ბარათი გამოჩნდა