თეთრეულის იშვიათი გამოცვლა, მატრასის დამცავი საფარის უგულებელჰყოფა და საწოლის ადგომისთანავე დალაგება – ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს და თქვენი საძინებლის ტექსტილი არა მხოლოდ სუფთა, არამედ უსაფრთხოც იქნება.
საძინებლის დანიშნულება მარტო ესთეტიურობა არაა. მის სწორ მოვლაზე ოჯახის წევრების ჯანმრთელობაცაა დამოკიდებული. მოვლა მარტო რეცხვას კია არა, მის სწორ ექსპლუატაციასაც გულისხმობს. ექსპერტების მტკიცებით, ძილის ხარისხზე სხვა ფაქტორებთან ერთად მტვრის ტკიპები და არასასიამოვნო სუნიც მოქმედებს. თუ თქვენი მიზანი კარგი ძილი და უნაოჭო იერია, მაშინ ჩვენი დღევანდელი სტატია გამოგადგებათ. წარმოგიდგენთ იმ მთავარ შეცდომებს, რაც თეთრეულის მოვლის პროცესში ყველაზე ხშირად გვხვდება:
1. მატრასის დამცავის უგულებელჰყოფა
ის ზედმეტი აქსესუარი კი არა, ძალიან სასარგებლო ნივთია. დამცავი მატრასს ლაქებისგან იცავს, რომელიც შესაძლებელია ზეწრიდან შემთხვევით გადავიდეს. როგორც ცნობილია, მატრასის ლაქებისგან წმენდა, ნაჭრისგან განსხვავებით, ძალიან რთულია. ეს ტექსტილი თეთრეულს ასევე მტვრის ტკიპებისგან, ხოლო ჩვენს ორგანიზმს ამ უსიამოვნო მიკროორგანიზმებთან კონტაქტისგან იცავს.
2. თეთრეულის იშვიათი გამოცვლა
არსებობს მოსაზრება, რომ თეთრეულის ხშირი რეცხვა არ ვარგა. თითქოს რეცხვა ტექსტილს რამდენიმე თვის სიცოცხლეს ართმევს და ნაჭერი მალე ფუჭდება. მიუხედავად ამისა, სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა გადასაკრავებზე ვსაუბრობთ. საქმე იმაშია, რომ ბალიშები სახეს ეხება და ამ ყველაფერმმა შესაძლოა აკნეს გაჩენის პროვოცირება მოახდინოს ზედაპირზე ჭუჭყის, ეპითელიუმის ნაწილაკების ან კოსმეტიკის არსებობის შემთხვევაში. ამიტომაც გადასაკრავები სხვა თეთრეულთან შედარებით უფრო ხშირად უნდა გაირეცხოს.
3. საწოლის დალაგება ადგომისთანავე
გაღვიძებისთანავე საწოლის დალაგება ის წესია, რომელსაც ბავშვობიდან გვაჩვევენ. სინამდვილეში, საწოლის თეთრეულს, დალაგებამდე ცოტა ხანს განიავება უნდა დავაცადოთ. ღამის განმავლობაში დაგროვებულმა ზედმეტმა ტენმა, შესაძლებელია ტკიპისა და სოკოს გაჩენას ხელი შეუწყოს.
4. ერთ ჯერზე დიდი რაოდენობის თეთრეულის რეცხვა
თეთრეული სარეცხი მანქანის ბორბალში თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული. გადატენილი თეთრეული ხარისხიანად ვერ ირეცხება და სარეცხ მანქანასაც ვნებს. გადავსებულ მანქანაში თეთრეული კარგად არ გაირეცხება და ჭუჭყიანი დარჩება. ასევე გამორეცხვის რეჯიმში სარეცხი საშუალება ბოლომდე არ გამოირეცხება და შემდგომში შესაძლებელია ალერგია გამოიწვიოს.
5. რეცხვის «დელიკატური“ რეჟიმის ამორჩევა
დუღილის ტემპერატურას ტექსტილის სტრუქტურის დაზიანება შეუძლია, ამიტომ მუდმივად მაღალ ტემპერატურაზე მისი რეცხვა არაა რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში უმჯობესია 60 გრადუსიანი რეცხვა მაქსიმალური ბრუნით. ასეთი რეჟიმი თეთრეულს არა მხოლოდ ჭუჭყისგან, არამედ მავნე მიკრობებისგანაც გაწმინდავს.
6. შინაური ცხოველების საწოლში წოლა
თქვენი შინაური ცხოველების დიდი სიყვარულის მიუხედავად, მათი საწოლში შეშვება არ ღირს. ეს მარტო ჰიგიენურ მოსაზრებებს არ ეხება. ბეწვი და კანის მკვდარი უჯრედები, რომელიც თეთრეულში ხვდება, მტვრის ტკიპების გამოსაკვებ გარემოდ იქცევა.
7. საწოლზე ჩანთებისა და ქუჩიდან მოყოლილი საგნების დადება
თუ თქვენ საწოლის დალაგება არ გიყვართ, მაშინ წესად დანერგედთ: არ დადოთ საწოლზე ქუჩიდან მოტანილი ნივთები. სახლში შემოსვლისთანავე ისინი კარგად გაწმინდეთ, ვინაიდან მტვრის ნაწილაკები საწოლზე მოხვდება და თეთრეულს გააჭუჭყიანებს. მასთან ერთად კი ნაჭერზე შესაძლებელია ბაქტერიები, გელმინტების კვერცხები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები მოხვდნენ.
8. თეთრეულის „ყრუ“ კარადებში შენახვა
თეთრეულის შენახვა ვენტილირებულ თაროებზეა რეკომენდებული. ჰაერი კარგად მოძრაობს დაწნულ კალათებში, მათი დადგმა ღია თაროებზეცაა შესაძლებელი. მეორე ვარიანტი ტექსტილის კოლოფებში შენახვაა, სადაც სავენტილაციო ნახვრეტებია გაკეთებული.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი