დღეს ბევრ ეფექტურ ინტერიერულ გადაწყვეტილებაში სწორედ ღებვაა გამოყენებული. საღებავები მხოლოდ პირველი შეხედვით გამოიყურება ერთნაირად, სინამდვილეში მათი შემადგენლობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. შემადგენლობაზე კი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებია დამოკიდებული. ჩვენ შევეცადეთ შეგვედგინა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
განვიხილოთ საღებავის რამდენიმე სახე:
წყალემულსიური საღებავი
ზედაპირზე ადვილად დაიტანება, სწრაფად შრება. გააჩნია ფერთა ფართო გამა. არსებობს ფაქტურული ეფექტები რომლებსაც ზედაპირის მცირე ხინჯების დაფარვა შეუძლიათ. სითხის პირდაპირი ზემოქმედებისას ადვილად ფუჭდება.
წყალ-დისპერსიული საღებავი
ქმნის ნესტგამძლე, აირგამჭოლი, მექანიკური დაზიანებებისადმი გამძლე ფენას. შეიძლება დატანილ იქნას მაღალი ტენიანობის ოთახებში. იწარმოება მხოლოდ თეთრი და შავი ნაზავი. სასურველი ელფერი მიიღება პიგმენტირების გზით. დაბალი ტემპერატურების შემთხვევაში საღებავი ფუჭდება.
აკრილის სარებავი
მზადდება აკრილის ფისის საფუძველზე. ღებვისას მიღებული ფენა ელასტიურია და მტკიცე. ფლობს წყალამრიდ თვისებას, არ ექცევა ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ, იცავს მეტალს კოროზიისგან. მისი ნაკლია მაღალი ფასი.
ლატექსის საღებავი
შემადგენლობაში დამატებულია ლატექსი. გაშრობის შემდგომ წარმოიქმნება წყალამრიდი საფარი, რომელიც ნაწილობრივ ფარავს შეღებილი ზედაპირის უსწორმასწორობებს. ადვილია მისი ზედაპირზე დატანა, სწრაფად შრება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რბილ და რელიეფურ ზედაპირებზე.
სილიკონის საღებავი
ყველაზე კარგად ფარავს ზედაპირის უსწორმასწორობებს, წარმოქმნის მკვრივ და ელასტიურ ფენას, რომელიც ირეკლავს სითხეს. ირეცხება. უნივერსალურია გამოყენებაში.
საღებავების უპირატესობაა ღებვის სიმარტივე, დაზიანებული ფრაგმენტის ადვილად აღდგენა. უმეტესობა ნესტგამძლეა, ფიზიკური დაზიანებებისადმი მედეგი. არსებობს დეკორატიული მასალების ფართო არჩევანი. ძირითადი ნაკლი ისაა, რომ მხოლოდ ზედმიწევნით დამუშავებული ზედაპირების ღებვაა შესაძლებელი. დაბალბიუჯეტიანი საღებავები მალე ხუნდება და საჭიროებს მუდმივ მოვლას, ამიტომ სასურველი ეფექტის მისაღწევად მიზანშეწონილია სერთიფიცირებული და საიმედო მომწოდებლის შერჩევა. საქართველოში ლიცენზირებული საღებავების შემდეგი ბრენდებია წარმოდგენილი: ტიკურილა (Tikkurila); კაპაროლი (Caparol); ალპინა (Alpina); დუფა (Dufa); მარშალი (Marshall) და ა.შ.