in

საღებავი თუ შპალერი — რომელი ჯობია და რატომ?

IPS
IPS

რემონტის დროს, კედლის მოპირკეთების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დილემის წინაშე ვდგებით — საღებავი თუ შპალერი? თითოეულ ალტერნატივას გააჩნია უპირატესობები და ნაკლოვანებები, დღეს კი სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და თქვენთვის შესაფერისი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით.

ასორტიმენტი

საღებავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ამ მასალაში საკმაოდ დიდი არჩევანია და შესაბამისად, შეგიძლიათ ნებისმიერი ტონი შეარჩიოთ. ამის საპირისპიროდ, მიუხედავად დღესდღეობით ბაზარზე არსებული ფართო ასორტიმენტისა, შპალერი შეიძლება ვერ მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს და კონკრეტულ ინტერიერს.

შეზღუდვები

წმენდადი საღებავების უმეტესობას შემდეგი შეზღუდვა აქვს: კედლის შეღებვიდან 30 დღის განმავლობაში ზედაპირი არ უნდა დაბინძურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გაწმენდის შემდეგ კედელს ლაქა დაეტყობა. წმენდადი შპალერის შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, უპირატესობაა.

მდგრადობა დაზიანების მიმართ

რაც შეეხება ზედაპირული დაზიანების მიმართ გამძლეობას, შპალერი, საღებავთან შედარებით, ამ შემთხვევაშიც უპირატესობაშია (აქ იგულისხმება მცირე დაზიანებები, რომელიც თან სდევს ყოველდღიურ ცხოვრებას).

ღირებულება

შპალერის გაკვრასთან დაკავშირებული სამუშაოების ღირებულება უფრო იაფია, ვიდრე კედლის წმენდადი საღებავით შეღებვა. ამ უკანასკნელი ვარიანტის არჩევისას, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საქმე ახალ ბინებს ეხება, საჭიროა კედელზე ბზარსაწყინააღმდეგო ფლიზელინის ქაღალდის გაკრვა, წმენდადი შპალერი კი უკვე შეიცავს ამ მასალას. ამიტომ, კედლის წმენდადი საღებავით შეღებვა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და, შესაბამისად, ეს მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული.

მილანის დიზაინის კვირეულზე ქართველმა დიზაინერებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს

1936 წელს აშენებული სახლის საუცხოო რენოვაცია