in

მუხის კორომებში აშენებული სახლი კოლექციონერი წყვილისთვის

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელიც შექმნილია კოლექციონერი წყვილისთვის, მონტეციტოს მთებში ერთ ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. თავდაპირველად ის 1960 წელს აშენდა, როგორც ე.წ “რანჩო” – ამერიკული გარეუბნის სტანდარტული ტიპის სახლი. მას ჰქონდა წინა ეზო, რომელიც დათმობილი იყო გაზონისთვის და ავტომობილისთვის, ხოლო უკანა ეზო სახლისგან სრულიად “გათიშული” იყო.

სახლი გარშემორტყმულია მუხის კორომებით. გამომდინარე იქიდან, რომ ძველი სახლის მოცულობა მუხის ფესვის ზონასთან ახლოს იყო, რანჩოს დანგრევის შემდეგ, არქიტექტორებმა მიზნად დაისახეს, ეზრუნათ მუხებზე და სახლი ერთგვარად დააშორეს მათ ფესვებს. გარდა ამისა, დარგეს ახალი მუხის ხეები და სხვა ადგილობრივი მცენარეები სახლის ირგვლივ ეკოსისტემის ზრდის ხელშესაწყობად.

სამხრეთ კალიფორნიის ეს მხარე განსაკუთრებით ცნობილია ხანძრებით. 2008 წელს Tea Fire-მა მრავალი სახლი გაანადგურა მიმდებარე უბნებში. შედეგად, ადგილობრივი სამშენებლო კოდექსი დღესდღეობით კრძალავს ცეცხლზე დაუმუშავებელი ხის, როგორც გარე მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენებას. ამ კოდექსის შესაბამისად, სახლი აშენდა ხის შიდა კონსტრუქციით და ცეცხლგამძლე ექსტერიერის “ჯავშნით”, რომელიც დამზადებულია სპილენძის ფილებით.

ფერს და მასალას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ სახლის შეფასებისას. სპილენძის მოპირკეთება ქმნის პატინას (ე.წ ნადები), რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აერთიანებს სახლს მუხის კორომის პეიზაჟში. დანარჩენი მასალის პალიტრის დიდი ნაწილი შეირჩა მისი ნედლეული თვისებებით: მუხის კარები, გალვანური ფოლადის დამცავი რელსები, ნაძვის ჭერი, მუხის კარადები, კარები, ბეტონის ბუხრები და იატაკი. მეორეს მხრივ, გალერეის თეთრი კედლები შეირჩა მფლობელების თანამედროვე ხელოვნების კოლექციის სინთეზური თვისებების ხაზგასასმელად.

არქიტექტურული სტუდია: TOLO Architecture

ფოტოების ავტორი: David Heartwell

Olson Kundig Architects – ამერიკული დიზაინის საკულტო არქიტექტურული სტუდია

Homeis.ge-ს რჩეული აქსესუარები თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საგაზაფხულო განწყობას შეგიქმნით