რა არის კარკასი?
ინტერიერის დიზაინში კარკასი არის ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ავეჯის ფორმას, ფუნქციასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. კარკასი არის ერთგვარი ყუთი, რომელიც მოიცავს გვერდით, ზურგისა და ძირის პანელებს, ტიხარსა და სხვა კომპონენტებს. მისი დანახვა მხოლოდ ფასადისა თუ გამოსაგორებელი სათავსოების გაღებისას არის შესაძლებელი.
კარკასზე მონტაჟდება ავეჯის ფასადი, ფურნიტურა, უჯრები და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ ის არის სათავსოს ჩონჩხი, აუცილებელია, დამზადდეს ხარისხიანი, მყარი მასალისგან, რომ არ შეიცვალოს ფორმა და არ გამოიწვიოს გამოსაგორებელი სათავსოებისა და ფასადების დეფორმაცია. ნებისმიერი ტიპის ხარისხიანი ავეჯი მყარი კონსტრუქციით მზადდება, რათა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტაბილურად, შეუფერხებლად შევძლოთ მისი გამოყენება.
ავეჯის კარკასს რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს:
- მაღალი სიმკვრივე — მაღალი სიმკვრივის მასალები უზრუნველყოფს ფურნიტურისა და უჯრის მიმმართველების სიმყარეს;
- სტაბილურობა — კარკასისათვის უნდა შევარჩიოთ მასალა, რომელიც მარტივად არ იღუნება, სტრუქტურული სტაბილურობა აუცილებელია;
- წყლის მიმართ მედეგობა — სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯის კონსტრუირებისას, მნიშვნელოვანია წყლის მიმართ მედეგი მასალის გამოყენება, რადგან წყალმა არ შეუცვალოს ფორმა და არ დაურღვიოს მდგრადობა.
რისთვის გამოიყენება კარკასი?
კარკასი გამოიყენება ინტერიერის დიზაინის ყველა პროექტში, ნებისმიერი ტიპის ავეჯში, მაგალითად:
- მაგიდა;
- სკამი;
- კედლის სათავსო;
- რბილი ავეჯი;
- საწოლი და სხვა.
რა მასალისგან მზადდება კარკასი?
ავეჯის კონსტრუირებისას ყველაზე დიდი რაოდენობით საკარკასე მასალაა საჭირო, ამიტომ, ხშირად, მომხმარებლებისთვის ხარისხთან ერთად, ღირებულებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩვეულებრივ, ავეჯის კარკასი მზადდება ლამინირებული დსპ-სგან, ე.წ. ლამინატისგან, რომელიც ხის შედარებით იაფი, თუმცა მყარი ნაწარმია. წარმოების თანამედროვე მეთოდების დახმარებით, ლამინირებული დსპ ფილები მედეგია გარემო პირობების მიმართ, რის გამოც, კარგი არჩევანია კარკასის დასამზადებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტისათვის შეზღუდული ბიუჯეტია გამოყოფილი.
მერქანბურბუშელოვანი ფილა ე.წ. დსპ ხის დიდი ზომის ნაწილაკებისგან შედგება, რომელიც ფისითა და მელამინით მუშავდება. მერქანბურბუშელოვანი ფილა მსუბუქია, ამიტომაც, იდეალურია ავეჯის ისეთი დეტალების დასამზადებლად, როგორებიცაა: საფასადე ან/და საკარკასე მასალა. ამასთან, მარტივია მისი დამუშავებაც, მაგალითად: ანჯამებისა თუ მინიფიქსებისათვის ბუდის ამოჭრა, ავეჯის მონტაჟისას მისი დახრახნა. რაც ყველაზე მთავარია, დსპ არის მედეგი მასალა, რომელსაც ბიოგამძლეობა ახასიათებს, ანუ მედეგია ლპობის მიმართ.
EGGER-ის საკარკასე ფილები
კომპანია „ელთიბი“ მომხმარებელს სთავაზობს ავსტრიული ბრენდის – EGGER-ის 2 საკარკასე ფილას. EGGER-ი 1961 წელს დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბის ბრენდია, რომელიც წლიდან წლამდე ინარჩუნებს და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს.
მათთვის, ვისაც სურს, ავეჯი ააწყოს სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი მასალით, EGGER-ის საკარკასე ფილები იდეალური გადაწყვეტილებაა. ხელმისაწვდომ ფასთან ერთად, LTB-ში წარმოდგენილი საკარკასე მასალა გთავაზობთ ეკომეგობრულ ფილებს, რაც ISO სერტიფიკატებითაა დამტკიცებული. ფილის დამზადებისას დაპრესვისთვის გამოყენებული წებო შეესაბამება E1 სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. ამასთან, ფილის დამუშავების ტექნოლოგიის დახმარებით, მასალა მარტივად არ ხუნდება და არ იკაწრება.
EGGER-ის საკარკასე ფილები შპს ლთბ-ის შოურუმებში 2 ფერშია წარმოდგენილი, ესენია: კარგად ნაცნობი, პროექტებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი თეთრი და ახალი სიტყვა საქართველოს ავეჯის ინდუსტრიაში — მუქი ნაცრისფერი საკარკასე ფილა.
მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი ფერის ფილა გვთავაზობს შავის რბილ ალტერნატივას და მუქი ფერის ავეჯისათვის უზრუნველყოფს იდეალურ კარკასს. ამ შემთხვევაში, ფასადის გამოღებისას სათავსოს შიდა სივრცე ჰარმონიულად ჯდება ინტერიერში და არ ქმნის შეუფერებელ კონტრასტს.
დღეს, მსოფლიოში ინტერიერის მინიმალისტური დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა. აღნიშნულ სტილს სიმარტივე და მონოქრომული პალიტრა ახასიათებს. მინიმალისტური დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერში გამოყენებული თითოეული დეტალი შერჩეულ ფერთა გამაში ჯდებოდეს და სათავსოების შიდა სივრცეც კი არ არღვევდეს ესთეტიკას. მათთვის, ვინც მონოქრომული სტილის შექმნისათვის ირჩევს მუქ ფერს, ნაცრისფერი საკარკასე ფილა იდეალურია ავეჯის პროექტირებისას, ვინაიდან სწორედ იმ მახასიათებლებს ატარებს, რომლებიც სრულყოფს ინტერიერის თითოეულ დეტალს.
ელეგანტური დიზაინი შეუძლებელია მხოლოდ ფასადური იყოს, დახვეწილობა თითოეულ დეტალს უნდა ეტყობოდეს. სწორედ ამიტომ, სასურველია, ავეჯის კარკასმა არ შემოიტანოს კონტრასტი ფასადურ ფერებთან მიმართებით, არამედ პირიქით, იდეალურად შეერწყას მთელ სივრცეს.
გარდა მუქი ფერის პროექტებისა, ნაცრისფერი ფილა იდეალურ კომბინაციას ქმნის ნებისმიერი ტონალობის ხის ტექსტურასთან, ასევე ბეტონის, ქვის, ქვიშისა თუ სხვა ბუნებრივი მასალების იმიტაციასთან. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაცრისფერი საკარკასე ფილა, არ იტყობს ჭუჭყსა და მტვერს, რის გამოც, მარტივია მოსავლელად.
რაც შეეხება თეთრ ფილას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მასალა ხშირად გამოიყენება საკარკასედ. ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ ძირითად შემთხვევებში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასადაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ღია ფერის მასალა სათავსოს შიგთავსზე ხილვადობას აუმჯობესებს, რაც სათავსოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.
ამრიგად, საკარკასე მასალის შერჩევისას, ხელსაყრელ ფასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მასალის მახასიათებლები (სიმკვრივე, სტაბილურობა და ა.შ.), რასაც EGGER-ის საკარკასე ფილები სთავაზობს მომხმარებლებს.