in

სახლად გადაკეთებული ფერმა ესპანეთში

Banner M2
Banner M2

ვერავინ იფიქრებს, რომ ამ ძველებური ფასადების მიღმა თანამედროვე ინტერიერი იმალება.. სახლი, რომელზეც უნდა გიამბოთ ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს და ის ტრაპეციული გეგმის, ძველი სასოფლო-სამეურნეო პროექტია, რომელიც ესპანეთში იყო გავრცელებული.

ერთ-ერთმა ოჯახმა კი გადაწყვიტა, ამ სოფლის სახლისთვის რესტავრაცია ჩაეტარებინა. მათი მოთხოვნა იყო, შექმნილიყო გარემო, რომელიც ერთგვარი თავშესაფარი იქნებოდა ქალაქის რუტინისგან დაღლილებისთვის.

მათივე გადაწყვეტილებით, ამ პროექტში ხელახლა გამოიყენეს ძველი მასალები. ასევე,  ჩატარდა მზის სიღრმისეული შესწავლა, ბუნებრივი ჯვარედინი ვენტილაცია და ჭაბურღილის წყლის გამოყენება ფილტრის სისტემით.

სახლი ადრე უფრო პატარა იყო, რამდენიმე ადგილი გამოიყენებოდა ცხენის თავლად ან ქათმების სადგომად – ისინი არ იყო დაკავშირებული დანარჩენ ოთახებთან. ასევე, ჩრდილოეთ ფასადი, სადაც ახლა ვერანდა მდებარეობს, მთლიანად დაიხურა. ფუნქციურად გაუმჯობესდა გეგმარება, განსაკუთრებით მიმოქცევის გზები, რომლებიც ხელს უწყობს სივრცეში გადაადგილებას. ეს არის მოქნილი სახლი: იგი შედგება ორი ოთახისგან, მაგრამ აქ თორმეტამდე ადამიანს შეუძლია, დაიძინოს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ გამოყენებულია შემდეგი მასალები: ტერაკოტა და ბეტონის იატაკი, ბუნებრივი ქვა და ხე. ეს მიდგომები უზრუნველყოფს, რომ აქ მცხოვრებები დაუკავშირდნენ ბუნებრივ გარემოს, იყვნენ გარშემორტყმული მცენარეულობით, შემცირდეს მათი სტრესის დონე, რაც ასე დამახასიათებელია ურბანული ცხოვრებისათვის.

არქიტექტურული სტუდია: NeuronaLab

ფოტოგრაფი: Del Rio Bani

პოლინ დელტური – ფორმისა და ფერის დიზაინერი

ძველ ყაიდაზე შექმნილი ახალი სახლი – ზურაბ შევარდნაძის კარ-მიდამო გურიაში