in

1930-იანი წლების გრანდიოზული საოჯახო სახლი ამსტერდამში

Banner M2
Banner M2

ამსტერდამის გამწვანებულ უბანში მდებარეობს ულამაზესი ვილა, რომელიც დიდ საოჯახო სახლად იქცა. 540მ2 ფართობის მქონე საცხოვრებელი 1930-იან წლებში აშენდა და 2018-2020-იან წლებში გარემონტდა, რომლის ფარგლებშიც შენარჩუნდა სახლის ისტორიული ხასიათი, რასაც თანამედროვე და მდიდრული ინტერიერი დაემატა.

ინტერიერის დიზაინი Atelier ND Interior-ის დიზაინერ ნიკოლ დომენის ნამუშევარია. მან საინტერესო ფერები, ტექსტურები და სტილები გააერთიანა, რის შედეგადაც ეს ისტორიული სახლი, რომელიც ექვს საძინებელსა და ხუთ სააბაზანოს იტევს, მხიარულ და ელეგანტურ საოჯახო საცხოვრებლად იქცა.

ხუთსართულიანი ქალაქური სახლი აღჭურვილია გრანდიოზული გაერთიანებული სამზარეულო-მისაღებით, რამდენიმე მოსასვენებელი სივრცით, საბავშვო ოთახით და იოგას სტუდიით. გარეთ არსებული პატარა მყუდრო ბაღი კი განტვირთვისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.

მრავალფუნქციური სამზარეულო სახლის ცენტრში მდებარეობს. ოთახი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და მის შუაში ბუხარია მოთავსებული. მარმარილოთი მოპირკეთებული სამზარეულოს კუნძული ლამაზ სასაუზმო კუთხეს წარმოადგენს. თანამედროვე სტილის კარადები ბუნებრივ ლურჯ ელფერშია შეღებილი. სამზარეულო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საჭმლის მოსამზადებელი ოთახი, ის ასევე გთავაზობთ დასასვენებელ სივრცეებს და სასადილო ზონას.

ინტერიერის დიზაინერს ამ სახლში სხვადასხვა ფერების, პრინტებისა და ტექსტურების შერწყმის არ შეშინებია, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს მისაღები ოთახი, რომელიც სამზარეულოს გვერდით მდებარეობს. მასთან დაკავშირებულია ბიბლიოთეკა მუქი ლურჯ ფერში შეღებილი წიგნების კარადებით და ჩაშენებული დივნით.

ამ სახლის გამორჩეული მახასიათებლებია ნაძვისებური წყობით დაგებული მარმარილოს ფერადი იატაკი დერეფანში და ულამაზესი ხის ჭერი რამდენიმე ოთახში.

თეთრი ფერის ალტერნატივები ინტერიერში

Homeis.ge-ს 5 რჩეული ნივთი ეზოში საზაფხულო განწყობის შესაქმნელად – საყიდლების სქემა