in

XX საუკუნის ისტორიული ნაგებობის ახლებური სახე ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ავსტრალიაში 2023 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 247 კვადრატული მეტრია. შენობა სიდნეის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყურეში მდებარეობს. პროექტში საუბარია წარსულისა და ისტორიის ხელახალ გაცოცხლებაზე, გამოღვიძებასა და მისთვის ახალი სიცოცხლის შეძენაზე, რაც საინტერესო არქიტექტურული სტილით არის მიღწეული.

პირვანდელი ნაგებობა Suramma-ს სახელით არის ცნობილი და მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. Suramma1880-იანი წლების ბოლოს აშენდა, ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვართან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Warringa Park. 1920-იანი წლებიდან კი შენობა შეიცვალა, გაფართოვდა ყველა მხრიდან და შეიძინა ახალი დიზაინი.

როდესაც არქიტექტორებმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს, მათი დავალება იყო სახლის სივრცითი გაერთიანება, მისი განსხვავებული ზონების წინა ფონზე წამოწევა და ინტერიერში ერთიანობის გრძნობის შექმნა. მემკვიდრეობის მკაცრად დაცვითა და კონტროლით, მათ მოახერხეს სახლის დახურული ტერიტორიების მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრით გაფართოება. მათი მიდგომა გულისხმობდა მაქსიმალური ფუნქციურობისა და ესთეტიკური სიამოვნების სტრატეგიას და გარემოსდაცვითი პრინციპების განხორციელებას.

მასალის სახით პროექტში გამოყენებული იქნა ქვიშა და ქვა და მარტივი მასალების პალიტრა, რათა შექმნილიყო მინიმალისტური ფონი ავეჯისა და სხვა დეკორაციებისთვის. ბუნებრივი განათების უხვი რაოდენობა მიღწეული იქნა მოჭიქული, ფოლადის ჩარჩოში ჩასმული ელემენტებით, რომლებიც აბალანსებენ მძიმე ქვის კედლებს. საერთო ჯამში კი ეს შენობა თავისთავად იქცევა ხელოვნების ნიმუშად, მგრძნობიარე ლანდშაფტთან ერთად და იგი შთაგონებულია გარშემო არსებული ბუნებითა და მეზობლად გაშენებული პარკით.

არქიტექტურული სტუდია: Bijl Architecture

ფოტოები: Tom Ferguson

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა

შთამაგონებელი იდეები აბაზანის ფილების შესარჩევად