ეს მონაცრისფრო, ყუთისებრი კონტრუქციის მქონე სახლი ინდონეზიაში, ქალაქ ბანდუნგში მდებარეობს. თავისი ვიზუალით – ცემენტის მასალითა და გამოკვეთილი კუთხეებით – ის საოცრად გამოირჩევა ამავე ქუჩაზე მდებარე სხვა ელიტური და ტრადიციული სახლებისგან. მისი ფასადი ერთობ ჰარმონიული და მკაცრია – გალვანიზებული რკინის, ცემენტის ყუთებისა და დამუშავებული ხისგან შედგება და დინამიკურ კომპოზიციას ქმნის.
სახლის გარეთა შემოსაზღვრულ ფოიეში გუბურაა, სადაც თევზები ბინადრობენ. ტერიტორია გამწვანებულია ბუჩქებითა და ვერტიკალური ბაღით, რომელიც ტროპიკულ, თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. ეს უნიკალური კომპოზიცია დაცულ და პირად სივრცეს წარმოადგეს, რომელიც დაჩრდილული, ჰაერის ვენტილაციის სისტემით არის აღჭურვილი და იდეალურია ზაფხულის ცხელი საღამოების უცხო თვალისგან მორიდებულად გასატარებლად.
სახლის პირველი სართულზე ოჯახისა და მათი მეგობრებისთვის შესაკრებად ფართო სივრცეა გამოყოფილი. ერთ თავისუფალ, გადაუტიხრავ, მინის კარის პანელით გამოყოფილ სივრცეში საკმარისი ფართობია სასადილოდ და სასაუბროდ. მინის კარის გაღების შემთხვევაში სახლის პირველი სართული და შიდა ეზო ერთ ვრცელ,ერთიან ტერიტორიად იქცევა. ფოლადისა და ხისგან დამზადებული კიბე ინტერიერს თბილ, მაგრამ ამავე დროს მკაცრ ელფერს აძლევს. ზემო სართულზე მეტად შემოსაზღვრული და დაშორებული ოთახებია. აქ განლაგებულია მთავარი და ბავშვების საძინებელი ოთახები, ზემოთა სასტუმრო ოთახი,მფლობელის სამუშაო ოფისი და სალოცავი ოთახი.
სახლის ძირითადი სამი ელემენტი – ხე, ცემენტი და მცენარეული საფარი გვხვდება როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში, რაც გარეთა და შიგნითა დიზაინს ერთმანეთთან აკავშირებს და საერთო ჯამში იდეალურ ბალანსს აყალიბებს. სიმწვანე ხისა და ცემენტის სიმკაცრეს ათბობს და ვიზუალურადაც ერთობ ორიგინალურ სანახაობას ქმნის.
არქიტექტურული კომპანია – Rakta Studio
ფოტოგრაფი –KIE