in

იახტების შთაგონებით შექმნილი სახლი ბელგიაში – Objekt Architecten-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ბელგიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 240 კვადრატული მეტრია. შენობას აქვს სამი სართული და მისი შექმნის პროცესში არქიტექტორების შთაგონების წყარო მდიდრული იახტები იყო, რის გამოც საძინებელი ოთახები სახლის პირველ სართულზე, თითქმის მიწის ქვეშ არის განთავსებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები ქალაქის ხედებს გადაჰყურებს.

სახლი ისეა დაკომპლექტებული, რომ ფანჯრიდან გახედვისას ქალაქის 360 გრადუსით დანახვაა შესაძლებელი. ამას გარდა, შენობას გააჩნია პატარა ბაღი სახურავზე და საცხოვრებელი ნაწილი ისეა მოწყობილი, რომ მისი დანახვა გარედან საკმაოდ რთულია, რაც სახლის მაცხოვრებლებს მაქსიმალურად კომფორტულ პირად სივრცეს უქმნის.

შენობის შესასვლელში ვხვდებით მისაღებსა და სამზარეულოს, სადაც ქვის იატაკი და მდიდრული ტყავის ავეჯია გამოყენებული, ხოლო მაგიდა და სკამები მაღალი ხარისხის ხის მასალისგანაა შექმნილი. სახლის ამ ნაწილში კედლები მინისაა და ეზოს ხედებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა.

სახლი უმაღლესი ხარისხის ტექნიკითა და ავეჯითაა აღჭურვილი და ვერცხლისფერ და ხისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი. ასევე ვხვდებით თანამედროვე ჭაღებსა და დეკორაციებსაც. საძინებლების ნაწილი დახურულია და ქვის კედლებითაა გარშემორტყმული, თუმცა შენობის უმეტეს ნაწილს, განსაკუთრებით კი პირველ სართულს, მინის კედლები ამშვენებს.

თითოეული ოთახი მდიდრული დეტალებითაა დაკომპლექტებული. აბაზანაში ვხვდებით პრემიუმ-ხარისხის ტექნიკას, რომელიც თანამედროვე და მოდური ტენდენციების მიხედვითაა შერჩეული, ხოლო დერეფნის ნაწილი მთლიანად მაღალი ხარისხის ხისფერი მასალითაა გაწყობილი.

სახლს აქვს ეზოც, რომელიც მცენარეებითა და ყვავილებითაა სავსე. აქვეა მოთავსებული მაგიდა და სკამები, სადაც სახლის მეპატრონეებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა აქვთ.

არქიტექტურული სტუდია: Objekt Architecten

ფოტოები: Ypsilon Business Photography

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გამოვთვალოთ აბაზანისთვის საჭირო ფილების ზუსტი რაოდენობა?

ქეთი ადეიშვილის ფერადი სახლი ლისის ტბის მიმდებარედ — სტუდია „Design It“-ის ნამუშევარი