in

ხის ირგვლივ დაპროექტებული სახლი ბრაზილიაში

Alliance Group
Alliance Group

წყვილმა, რომელიც სიმშვიდეს და ბუნებასთან კავშირს ესწრაფოდა, არქიტექტურულ ფირმას ბრაზილიის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე მდებარე ამ ურბანული თავშესაფრის პროექტი შეუკვეთა. საკმაოდ დიდმა —2000მ2-ის სიდიდის მიწის ნაკვეთმა შესაძლებელი გახადა, რომ სახლი 375მ2-ის ფართობზე აშენებულიყო. შენობას საკმაოდ საინტერესო განლაგება აქვს და შედგება ოთხი ოთხკუთხა ფორმის ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთთან ცენტრში მდებარე შიდა ეზოს საშუალებით არის დაკავშირებული.

თითოეულ დანაყოფს თავისი ფუნქცია გააჩნია. პირველ მოცულობაში განთავსებულია ავტოფარეხი და მომსახურების ზონები; მეორეში — ტელევიზორის ოთახი, ოფისი და მთავარი საძინებელი; მესამე დანაყოფი მოიცავს ორ საძინებელს, საერთო სააბაზანოს, საპირფარეშოსა და სახელოსნო; ხოლო ბოლო მოცულობაში განლაგებულია მისაღები/სასადილო ოთახი და აივანთან გასაგორებელი კარების საშუალებით ინტეგრირებული სამზარეულო.

საცხოვრებლის ასეთი განლაგება მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, გარემო სხვადასხვა პერსპექტივიდან აღიქვან. „ძველი მაცხოვრებლების” პატივსაცემად, მშობლიური ხე “ipê”, რომელიც ადრე იქ იყო, სადაც ახლა შენობაა განლაგებული, შიდა ეზოს ცენტრში გადარგეს და მას ერთგვარი სკულპტურის ფუნქცია მიანიჭეს. ჭკვიანური დაგეგმარების წყალობით, სივრცეებში ბუნებრივი სინათლე და ჰაერი თავისუფლად აღწევს. შიდა ეზოში არის ბილიკები, ბაღები და წყალი, რომელიც გარდა იმისა, რომ სახლს ატენიანებს, ცას ირეკლავს და ძალიან ლამაზ ეფექტს ქმნის.

სახლის ასაშენებლად დაბალი ღირებულების მასალები და სამშენებლო გადაწყვეტებია გამოყენებული. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში წყალი და აუზი მზის პანელების საშუალებით თბება.

ინტერიერი არქიტექტორ სამუელ ლამასის, ასევე, დიზაინის ეროვნული და საერთაშორისო ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრებით არის გაფორმებული.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავხადოთ ნეიტრალური ინტერიერი საინტერესო?

7 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც თქვენს სახლს სიმყუდროვეს შემატებს