in

ინტერიერში ინტეგრირებული ბუნება – yukawa design lab-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

იაპონიაში, იბარაკიში აგებული ამ სახლის პროექტი არქიტექტურულ სტუდია yukawa design lab-ს ეკუთვნის და მისი ფართობი 126 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

სახლი თავად არქიტექტურული სტუდიის თანამშრომელ არქიტექტორს ეკუთვნის და საკმაოდ საინტერესო კონცეფციით გამოირჩევა – აქ სახლამდე მისასვლელი სამანქანო გზა ერთმანეთისგან კატეგორიულად მიჯნავს ქალაქურ, საჯარო ცხოვრებასა და შინაურულ გარემოს.

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

კარის ზღურბლს ფეხს გადავადგამთ თუ არა, მაშინვე თვალში გვეცემა ინტერიერის სინათლე, ნიავი, სიმწვანე, ფერები და საცხოვრებელ სივრცეში მჩქეფარე სიცოცხლის ხმასაც გავიგებთ. საინტერესოა სახლის ექსტერიერიც – დატვირთული გზის საპირწონედ, რომელიც იბარაკიში გადის, ლანდშაფტში გვხვდება მინდორიც, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სახლის ინტერიერზეც.

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei SasakuraHouse with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei SasakuraHouse with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

კომპოზიციის მიხედვით უნდა შექმნილიყო სივრცე, რომლის ჭერიც თანდათანობით გამაღლდებოდა და ერთი სტანდარტის მიხედვით არ იქნებოდა დაპროექტებული. ინტერიერში თავს იჩენს ისეთი მასალები, რომლებიც მაქსიმალურად ირეკლავენ სინათლესა და ფერებს – სახლში გვხვდება მეტალის ჭერი, ხშირად გადავაწყდებით გამჭვირვალე პოლიკარბონატსა და შოჯის (იაპონური სტილის გასაცურებეი კარი, რომელიც თეთრი ქაღალდითა და გისოსოვანი სტრუქტურით მზადდება).

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

House with a Margin / yukawa design lab,© Yohei Sasakura

სახლში ხის დარგვით ოჯახის წევრები შეეცადნენ ბუნებასთან კავშირის გამყარებას. ამ დეტალით ინტერიერში სისუფთავის, საკრალურობის ატმოსფერო იქმნება და, რაც მთავარია, იაპონური მინიმალისტური სტილის ფონზე ფოთლოვანი ხე მთავარ აქსესუარსაც წარმოადგენს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

„MARKET SET“ — ფრანგული ესთეტიკით შექმნილი სანათების როლი ინტერიერის დიზაინში

ერთ-საძინებლიანი სტუდიო თბილისის ცენტრში – რუსა თუმანიშვილის ნამუშევარი