in

სახლი, რომელიც ტყისა და ბუნების ხასიათს აცოცხლებს

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, იაპონიაში, კერძოდ კი კარუიზავაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 81 კვადრატული მეტრია. შენობის განსაკუთრებულობა მის გარშემო არსებულ ტყეში და სიმწვანეშია.

მისი დაპროექტების პროცესში მთავარი იდეა იყო ის, რომ სახლს ბუნების ხასიათი და ჰარმონია უნდა გაეცოცხლებინა. ტყით გარშემორტყმული შენობა წელიწადის ყოველ სეზონზე სხვადასხვა ემოციებს აღძრავს და დამსვენებლებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

პროექტში გამოყენებული მუქი ფერები გამხმარ ფოთლებთან და ხეებთან ასოცირდება. შენობა განსაკუთრებულად ლამაზია ღამით, რადგან სახლიდან გამოსული სინათლე მუქი ფერის ექსტერიერს მთლიანად “აქრობს” და ფანჯრიდან მხოლოდ განათებული ტყის ხედები მოჩანს.

ოთახები ისეა მოწყობილი, რომ თითოეულ მათგანს ფანჯარა ახლავს თან, საიდანაც ტყის ხედი იშლება და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს დამსვენებელი ტყის ჰაერსა და სიმწვანეშია ჩაფლული.

სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ნაწილი გაერთიანებულია და მას მთელს სიგრძეზე მინის კედელი ამშვენებს, საიდანაც სტუმრებს მშვენიერი ხედით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ.

სახლის თითქმის ყველა ნაწილი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. სახლს აქვს ხის კიბე, ბუხარი და რამდენიმე კარადა, რომლებიც კედლებთან შედარებით ღია ფერისაა.

არქიტექტორები დამსვენებლებს ბუნებასთან ჰარმონიას, სიმშვიდესა და მდიდრულ გარემოს სთავაზობენ, სახლის ინტერიერი კი მთლიანად სტუმრების კომფორტზეა გათვლილი.

არქიტექტურული სტუდია: Padovani Arquitetos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

კერამიკის ნივთების მოვლა და შენახვის წესი

ხარისხი და საიმედოობა ანუ რატომ არის გერმანული ტექნიკა მუდამ მოთხოვნადი