in

ადგილობრივ პირობებთან იდეალურად მორგებული სახლი ინდოეთში

Alliance Group
Alliance Group

აჰმედაბადში, ინდოეთში, ამ სახლის არქიტექტურის შემუშავებისას პროექტის ავტორების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ქალაქის ცხელი და მშრალი ზაფხული — დღისით საშუალო ტემპერატურა 42°C-ს აღწევს. სახლის ფორმა გამომდინარეობს მისი კლიმატური ორიენტაციისა და ასევე საჩრდილობელი კონსტრუქციებიდან, რომლებიც შიდა სივრცეებს ​​სიგრილით უზრუნველყოფს. ღრმა ვერანდები და გადახურვები, ჰორიზონტალური პერგოლები და ვერტიკალური სავენტილაციო ჟალუზები მცხუნვარე მზეს ნაზად ფილტრავს. სტრატეგიულად განთავსებული კი აპერტურები ხელს უწყობს ჯვარედინ ვენტილაციას და სითბოს მატებას ამცირებს.

სახლში მოხვდებით ფოიეს მეშვეობით, რომელიც ორმაგი სიმაღლის მისაღებ ოთახში შეგიძღვებათ. მისაღები აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან დაჩრდილული ვერანდებით არის შემოფარგლული. პირველი მათგანი აუზს გადაჰყურებს, ხოლო მეორე — გამწვანებულ ლანდშაფტს.

სახლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტი ჰაერის ცირკულაციაა. ფოლადის კიბე ორ სართულს აკავშირებს და მივყავართ დაახლოებით 9 მეტრის სიგრძის ხიდთან, რომელიც ორმაგი სიმაღლის მისაღები ოთახის ზედა ნაწილშია განთავსებული, სახლის ორ ნაწილს აკავშირებს და გასართობი სივრცისკენ მიემართება.

სახლს აქვს სამი ტრაპეციული სახურავი, რომელიც არასტანდარტული სიმაღლის მისაღებ ოთახსა და ზედა სართულზე განთავსებულ საძინებლებს მოიცავს. სახურავები ქვემოდან მოპირკეთებულია ხით, რაც გრილ კრემისფერი ტერაცოს იატაკებთან ქმნის კონტრასტს. ვერანდებს და ნახევრად დახურულ სივრცეებს ​ტაქტილური და ნატურალური თვისებები გამოარჩევს.

ინტერიერი რბილ და მდუმარე ელფერებშია გაფორმებული. ავეჯის ზოგიერთი ნაწილი ძირითადად არქიტექტურული სტუდიის მიერ შეიქმნა Mangrove Collective-თან თანამშრომლობით. სახლს თანამედროვე ინდური ხელოვნებისა და ისტორიული ელემენტების ნაზავი ამშვენებს.

არქიტექტურული ფირმა: Khosla Associates

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

არქიტექტურა, როგორც სილამაზის, ლოგიკის და ინჟინრული აზროვნების შედეგი — ინტერვიუ ნინო იმნაძესთან

რემონტის შეცდომები — კატია აბსანძის გამოცდილება