in

დომინანტური მწვანე და წითელი ინტერიერში – სახლი ინგლისში

Banner M2
Banner M2

თამამი ფერებით გაფორმებული სახლი, რომელიც ინგლისში მდებარეობს, ოთხ ოთახს აერთიანებს და ვიქტორიანულ სტილშია მოწყობილი. თეთრი ფასადით მოპირკეთებულმა საცხოვრებელმა ცვლილებები ახლახან განიცადა და შეიცვალა როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერიც ისე, რომ სახლი სრულიად ინარჩუნებს ისტორიულ სახეს.

პროექტი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც მკვეთრი ფერები მოსწონს. წითელი კედლებით დაწყებული, მწვანე კარადებამდე, ეს სახლი გვაჩვენებს თუ რატომ არ უნდა მოვერიდოთ ინტერიერში მკაფიო და თამამი ტონალობების გამოყენებას.

წინა ნაწილში განთავსებულია მისაღები ოთახი, რომლის კედლები და ჭერი მუქ წითელ ფერშია შეღებილი და შერწყმულია წიგნების კარადასთან, რომელიც ზეთისხილის ფერშია გადაწყვეტილი.

ოთახის მეორე მხარეს მწვანე წიგნების თაროები და კარადები აღჭურვილია ძველებური სპილენძის ავეჯით და სახლის ისტორიას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

დერეფნის გავლით ვხვდებით ღია დაგეგმარების მქონე მისაღებ ოთახში, სამზარეულოსა და სასადილო სივრცეში, საიდანაც ორმაგი კარით ბაღის ნაწილში გასასვლელია გამოყოფილი.

სამზარეულოს გავლით ვხვდებით სასადილო სივრცეში, რომელიც შეღებილია მუქ მწვანე ტონალობებში. აქვეა ბუხარი და ფიჭვის ხის ჩაშენებული კარადები, რაც ოთახს ძველებურ იერსახეს ანიჭებს.

დერეფანში, სამზარეულოს მსგავსად, მასალად ფიჭვის ხეა გამოყენებული.

მთავარი საძინებლის კედლების მწვანე ელფერი თანხვედრაშია ვარდისფერ კარადებთან და სანტერესო კონტრასტს ქმნის.

სახლს აქვს კიდევ ერთი საძინებელი და ბავშვისთვის განკუთვნილი ოთახი, რომელიც შედარებით მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.

აბაზანა შეღებილია ღია ვარდისფერ ფერებში, რომლებიც შერწყმულია პრიალა წითელი ხის პანელებთან. სახლის ამ ნაწილში გამოყენებულია Farrow და Ball ‘Hague Blue’-ს საღებავები.

პროექტი ითვალისწინებს მეორე აბაზანასაც, სადაც ძირითადად შავ-თეთრი ტონალობები დომინირებს.

სახლის უკანა მხარეს არის შემოღობილი ბაღი, საიდანაც მწვანე ლანდშაფტი და გამორჩეული ხედები იშლება.

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ცალკე მდგომი აბაზანა?

რა სტილის ბუხარია პოპულარული ქართულ ბაზარზე და რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი მონტაჟი?