in

კედრით მოპირკეთებული სახლი სიმწვანეში – Facit Homes-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ლონდონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 420 კვადრატული მეტრია. პროექტი არქიტექტურულ სტუდია Facit Homes-ის ეკუთვნის, რომელმაც მასზე მუშაობა 2019 წელს დაასრულა.

მოპირკეთებისთვის შეირჩა წითელი კედარი, რომელიც ხელს უწყობს სახლისა და ბუნების ურთიერთქმედებას. ფასადის ნაწილი დაფარულია პანელებით და მდიდარია ფანჯრების რაოდენობით. პირველ სართულს აქვს მინის დიდი ვიტრაჟები, რაც ინტერიერს სინათლით ავსებს და იძლევა განსაცვიფრებელ ხედს მდინარისკენ.

ღია გეგმარირების პირველი სართული საკმაოდ დიდი ზომისაა და ოჯახს კომფორტულ სივრცეს უქმნის დასასვენებლად და გასართობად. ეს ზონა სრულად მიკროცემენტით არის დაფარული, რაც სივრცეს მყარ, გლუვ და ერთიან შეგრძნებას აძლევს.

ზედა სართულზე ოთახების განლაგება უმეტესად ხედზეა ორიენტირებული. საგულდაგულოდ დაპროექტებული მთავარი კიბე ფოლადისგან დამზადდა და დარბილებული კედრით მოპირკეთდა, რამაც თავის მხრივ, სახლში მეტი სითბო და ტექსტურა შემოიტანა.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ შენობა უნდა ყოფილიყო თანამედროვე არქიტექტურის სამაგალითო ნიმუში. ტერიტორია ინგლისის გამორჩეული ბუნებისა და რელიეფის ნაწილია, რამაც არქიტექტორებს დააკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გეგმარირების პროცესში მაქსიმალურად გაფრთხილებოდნენ ბუნებასა და ლანდშაფტს. აქედან გამომდინარე, Facit Homes-მა გამოიყენება მშენებლობის თანამედროვე მეთოდები და უნიკალური ტექნოლოგიები.

არქიტექტურული სტუდია: Facit Homes

ფოტოები: Martin Gardner

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

რემონტის გამოცდილება — ქეთი მეფარიშვილის რჩევები

5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ხმის იზოლაციის სამუშაოს შეგისრულებთ