მალმსბერის ისტორიულ ცენტრში არსებული ეს საცხოვრებელი ზედმიწევნით გადაკეთდა, რათა ელეგანტური და ნათელი გამხდარიყო. 330 კვადრატული მეტრი სამ სართულზეა გაშლილი, აქვს ფერადი ოთახები, სამი საძინებელი და მცენარეებით მდიდარი ბაღი, რომელიც გადაჰყურებს მდინარეს. წითელი აგურის ფასადი XIX საუკუნით თარიღდება, ხოლო სახლის ბირთვი და საძირკველი, სავარაუდოდ, საუკუნეებით უფრო ძველია, რაც შესანიშნავად აერთიანებს ისტორიულ ხიბლსა და თანამედროვე კომფორტს ერთმანეთთან.
რემონტის ეტაპზე სახლის უკანა ნაწილი გაფართოვდა და ახლა აქვს ლამაზი, ღია გეგმის მქონე სამზარეულო, სასადილო ოთახთან ერთად, ფრანგული კარებით, რომელიც პირდაპირ ბაღს უკავშირდება.
ეს სივრცე გამოირჩევა საინტერესო ფერებით, ღია კარადა და სასადილო სკამი შეღებილია Farrow and Ball-ის მშვენიერი “India Yellow” საღებავით. სამზარეულო გადაწყვეტილია მუქ მწვანე ჩრდილში, რომელიც სასიამოვნო კონტრასტშია სპილენძის დეტალებთან და მუხის სამუშაო ზედაპირთან.
პატარა დერეფანს აქვს დამახასიათებელი და გამორჩეული ვიტრაჟები და უკავშირდება მისაღებ ოთახს, რომელიც მოხატულია უხეში მწვანე საღებავით – Studio Green by Farrow and Ball.
ელეგანტურ ბუხარს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს დეკორაციები და ჩასაშენებელი სკამი, რომელსაც აქვს ცალკე გამოყოფილი ადგილი ნივთების შესანახად, რაც მას კიდევ უფრო ფუნქციურსა და კომფორტულს ხდის.
კიბეების ქვეშ მოწყობილია პატარა ფერადი სივრცე, რომელიც შეღებილია საღებავით – Garden of Eden by Scion.
რაც შეეხება კიბეს, მისი ფერთა სისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია და აქ გამოიყენეს ‘India Yellow’-სა და ‘the gray hue ‘Railings’-ის დახვეწილი ჩრდილები, რომლებიც ასევე Farrow and Ball-ის კატალოგიდანაა.
მთავარი საძინებელი გადაწყვეტილია მშვიდ ვარდისფერ ტონებში და მას ხის ჟალუზებით დაკომპლექტებული ფანჯარა ამშვენებს. აქვეა ჩაშენებული კარადებიც, რომლებიც სივრცის ასათვისებლად და ფუნქციური სივრცეების შესაქმნელადაა გამოყენებული.
აბაზანა აღჭურვილია ხელით მოხატული ნიჟარით და ძვირადღირებული მარმარილოს იატაკის საფარით. მცირედი კონტრასტისთვის გამოყენებულია განსხვავებული ფერის კერამიკული ფილები.
სახლის უკანა მხარეს არის ლამაზი ტერასული ბაღი დასასვენებლად და გარშემორტყმულია მცენარეებითა და ხეებით.