in

Dzen House – უკრაინულ-იაპონური არქიტექტურის ერთიანობით შექმნილი სახლი კიევში

Alliance Group
Alliance Group

Dzen House-ის სახელით ცნობილი შენობა უკრაინაში, კერძოდ კი კიევში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 117 კვადრატული მეტრია. პროექტზე მუშაობა არქიტექტურულმა სტუდია SHOVK-მა 2024 წელს დაასრულა. სახლი შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდესა და ბუნებასთან ერთიანობის განცდას. მისი არქიტექტურული სტილი აერთიანებს იაპონურ დეტალებსა და ტრადიციებს.

ერთი სართული მიწისქვეშ მდებარეობს და მოიცავს სამზარეულოსა და საცხოვრებელ ფართს, ასევე აბაზანას და მცირე ზონას კიბეებისა და შესასვლელისთვის. ასეთი გეგმარება ამარტივებს კავშირის დამყარებას სამზარეულოსა და საცხოვრებელ სივრცეებს შორის და ქმნის ისეთ გრძნობას, თითქოს ოთახებს შორის საზღვრები არ არსებობს.

როგორც შიდა, ასევე გარე ნაწილზეც, პირველ სართულზე გამოყენებულია უხეში მასალა, რომელიც უკრაინული ტრადიციული სოფლის სახლის შეგრძნებას აღვიძებს. უკრაინული და იაპონური სტილის გაერთიანება ქმნის მიმზიდველ კულტურულ სინთეზს. სახლის მიმდებარედ განლაგებულია თვალწარმტაცი წიწვოვანი ბაღი, რამაც არქიტექტორები შთააგონა, დაეპროექტებინათ პანორამული ფანჯარა. აღსანიშნავია, რომ მისაღებ ოთახში იატაკიდან ჭერამდე ფანჯრებია განლაგებული, რაც ქმნის უწყვეტ კავშირს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის.

მეორე სართულზე გვხვდება სხვენის სივრცე, რომელიც მოპირკეთებულია არყის ხის მასალით. ეს სართული აერთიანებს ორ საძინებელ ოთახს, კაბინეტსა და ცალკე სივრცეს დასვენებისა და მედიტაციისთვის, მრგვალი ფანჯრით.

ბეტონის იატაკი პირველ სართულზე ინარჩუნებს და ავრცელებს სითბოს, რომელიც ჩაშენებული გათბობის სისტემიდან მოდის და ხელს უშლის ჰაერის ზედმეტად გამოშრობას. ვენტილაციის სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მუდმივ მიწოდებას ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

სახლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია ბუხარი, რომელიც მისაღები ოთახის ცენტრთან არის განთავსებული, პანორამული ფანჯრის მიმდებარედ, რაც საშუალებას აძლევს მეპატრონეებს, რომ ცეცხლის სითბოში დატკბნენ ბაღის ხედებით. მისი ხელსაყრელი მდებარეობა ეხმარება ორივე სართულის ეფექტურად გათბობასაც. უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი ბუხრის მილი გადის საძინებელში, ათბობს მას და ამავდროულად, მოქმედებს როგორც ინტერიერის დეკორატიული ელემენტი.

არქიტექტურული სტუდია: SHOVK

ფოტოები: Yevhenii Avramenko

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ბაღის მოწყობისას? — ნათია ირემაშვილის გზამკვლევი

ვინ დამეხმარება სანიაღვრე და საკანალიზაციო მილების გაწმენდაში? – 3 კომპანია საქართველოდან