in

ბეატა ჰეიმანის თამამი ლონდონური ინტერიერი

რამდენიმე წლის წინ, საყოველთაოდ აღიარებულმა მუსიკოსმა აღმოაჩინა ბეატა ჰეიმანის წიგნი „ყველა ოთახი უნდა მღეროდეს“. „ვფიქრობ, ხალხს სათაური მოსწონს. როგორც ნიშანს ისე იღებენ“, – ამბობს ინტერიერის დიზაინერი, რომელიც მოგვიანებით მუსიკოსის ლონდონის ბინის  ინტერიერის დიზაინით დაკავდა.

სახლი 21-ე საუკუნის 10-იან წლებში მისმა წინა მფლობელმა, პროფესიით არქიტექტორმა დააპროექტა. ბეატასთვის და მისი გუნდისთვის ეს დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ეს იყო მისი პირველი გამოცდილება, როცა თანამედროვე სახლზე მუშაობისას თავად არ იყო  ჩართული მშენებლობის პროცესში.

“სახლის რეაბილიტაცია იმდენად ახალი დასრულებული იყო, არასწორად მივიჩნიეთ ყველაფრის თავიდან დაწყება. ამიტომ გადავწყვიტეთ ხელი არ გვეხლო სამზარეულოსთვის, კიბისთვის, აბაზანებისთვის და საგარდერობე ოთახისთვის. ასეთ პირობებში მუშაობა ჩვენი მხრიდან უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს პროექტი ჩვენი გუნდისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული იყო“.

სამ-სართულიან სახლში ორი დიდი, ღია ოთახი მდებარეობს: ერთი შემოსასვლელის დონეზეა განლაგებული, მეორე – ქვედა სართულზე. ფანჯრებისგან შემდგარი კედლიდან ულამაზესი იაპონური ბაღი მოსჩანს. „სახლში ძალიან ბევრი მძიმე და კაშკაშა ზედაპირი დამხვდა,“ ამბობს ბეატა. „პირველი, რისი გაკეთებაც მომინდა, სახლში სიმსუბუქის შეტანა იყო. გადავწყვიტე ბუნებრივი მასალების გამოყენებით უფრო მეტად გამემძაფრებინა ბაღთან კავშირის შეგრძნებები.“

“მუშაობის პროცესში ყოველთვის განვიხილავ ისტორიულ კონტექსტს, რა დროსაც სახლი აშენდა, რომელიც ბუნებრივია, მოიცავს იმ ეპოქის ელემენტებს. ვცდილობ, განვსაზღვრო ყოველი მომდევნო ათწლეულის გავლენა, რომ სივრცეში შეიქმნას ევოლუციის განცდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მეთოდი არ გამოდგებოდა. შეუსაბამო იყო შუა საუკუნის ნიშნულზე ბევრად უფრო ქვემოთ ჩასვლა”.

საბედნიეროდ, მფლობელს სურდა ინვესტიციის ჩადება რამდენიმე უნიკალურ ნამუშევარში. ზედა სართულზე უნდოდა, ჰქონოდა ადგილი, სადაც შეძლებდა კითხვას, მუსიკით სიამოვნების მიღებას და სტუმრების გამასპინძლებას.  ბეატამ ამისთვის სკანდინავიური დიზაინის მიმზიდველი ნაზავი გამოიყენა. ოთახს აქვს ძლიერი, ელეგანტური ფორმები, ხაზგასმული ბიბლიოთეკის კუთხით, სადაც წარმოდგენილია ერთ-ერთი პირველი შვედი დიზაინერის, ბრუნო მათსონის მიერ შექმნილი წიგნების თარო და შეზლონგი.

„ყველაზე მეტად რაც მომწონს იმ ეპოქის შვედურ დიზაინში, სადა მასალების ინტელექტუალური გამოყენებაა. ასეთი დიზაინები ძალიან გამბედავად, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მიწიერად და რეალურად გამოიყურება“.

ოთახის მეორე მხარეს, შავ კარადაში განთავსებული ბიოეთანოლის ბუხარი ღია ყავისფერი ჩვეულებრივი სადურგლო მუხის კედლით ჩანაცვლდა. ქვედა განყოფილებაში ფირსაკრავი დევს, კუთხის კარადა კარგად მალავს მაცივარს, რაც სამუშაო მაგიდას საშუალებას აძლევს შეუფერხებლად გარდაიქმნას სასმელების მაგიდად. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური ბუხრის დამატება ვერ ხერხდებოდა,  ბეატა ცდილობდა ოთახში ყოფილიყო რაღაც ისეთი, რაც ადამიანებს გარშემო შემოიკრებდა. მან თაბაშირისგან გააკეთა სკულპტურული გადახურვა შვედური მწვანე მარმარილოს პანელის ზემოთ. მის წინ ცვილის სანთლები დადგა, რაც ბუხრის განცდას აჩენს. თითქოს ეს ის ადგილია, რომლის გარშემო ხალხი უნდა მოგროვდეს. სანთლების ანთება რიტუალს წააგავს. ამაში არის რაღაც ჯადოსნური.

ამ სივრცისთვის, ბეატამ 1930 წელს დამზადებული ოსმალური გობელენიც შეუკვეთა, რომლის დაიზინი მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი შვედი ტექსტილის მხატვრის მარტა მაას-ფიტერსტრომის გაკეთებულია: „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ შვედეთში ასეთი ტიპის დიზაინი შეიქმნა. ასე რომ, ეს მართლაც განსაკუთრებული ნივთია.“

დამონტაჟდა შუშის კარი ტყვიის ჩარჩოთი, იმისათვის რომ, წინა კარიდან შემოსულმა ადამიანმა უკანა ბაღამდე ყველაფერი დაინახოს. „ეს არის მარტივი ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა შესვლისთანავე გაიგო სახლის არსი“, – განმარტავს ფოსკა მარიანი, ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი ბეატას კომპანიაში, რომელიც ამ პროექტზე მასთან ერთად მუშაობდა.

შავი, სპირალური კიბეებით, რომელსაც ამშვენებს ისამუ ნოგუჩის (Isamu Noguchi) ქაღალდის ფარანი, ჩავდივართ ქვედა სართულზე, სადაც ბინის მფლობელის ახალი ხმის ჩამწერი სტუდიაა, რომელშიც განთავსებულია ჯოზეფ ფრანკის (Josef Frank) ფარდები და ხმის გასამიქსი მაგიდა.

სასტუმრო ოთახში იმავე სართულზე კედლები და ჭერი ზღვის ბალახისფერია. ”ეს სასიამოვნოა, რადგან აქაურობას დინამიკის ელფერს სძენს”, – აღნიშნავს ბეატა.

პეპლებივით გადაბმებით შეერთებული ხის კუნძული არბილებს სამზარეულოს კარადის სიშავეს. Sane-ს ბარის როტანგის ხელნაკეთი სკამები კი იმ პრინციპით შეირჩა, რომ გაენეიტრალებინა მუქი ფერები.

ამ ოთახის შემინულ სახურავს თითბრის ფურცლები აქვს გადაკრული. „ეს ჩემი ექსპერიმენტი იყო და მზად ვიყავი ჩემი ხარჯებით შემეცვალა, თუ ცუდი გამოვიდოდა. საბედნიეროდ, კარგად იმუშავა. ის მშვენივრად ანათებს ოთახს და იმ ველურ ყვავილებსაც ირეკლავს, რომლებიც  ჩვენ სახურავზე დავრგეთ.

სამზარეულოს მოპირდაპირედ არის სათამაშო სივრცე. ლე კორბუზიეს დიზაინით შთაგონებული კარაქისფერი-ყვითელი კარადა გამოიყენება სათამაშოების შესანახად, ხოლო დაბალი იაპონური ჩაის მაგიდა იდეალურია თავსატეხებისა და ლეგოსთვის. “ამაში არაფერია ბავშვური, – ამბობს ფოსკა. – ყველაფერი შეიძლება სწრაფად აალაგო, როცა ბავშვები დასაძინებლად წავლენ. ასე რომ ოთახი კვლავ დახვეწილი და ზრდასრულებისთვის მისაღები გახდება.”

მფლობელებს რამდენიმე იდეა ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო იყო Roche Bobois-ს ‘Mah Jong’ დივანი. „ეს ნამდვილად არაა ის, რისკენაც ბუნებრივად მივისწრაფვოდი, მაგრამ მე ნამდვილად მიყვარს 1970-იანი წლების შეკრებების ატმოსფერო, რომელიც ამ დივანს შემოაქვს ოთახში“, – ამბობს ბეატა, რომელმაც ის  მწვანე ხავერდით დაფარა, რომ ჰარმონიაში მოსულიყო ბაღის ფერებთან. ფარდასთან ბოძზე, ანტიკვარული ტექსტილის მიღმა ფართოეკრანიანი ტელევიზორი იმალება.

ზევით, მთავარ საძინებელში, ბეატას სურდა უბრალოება და სინაზე. კედლები ბაცი ცისფერია. საწოლის თავის უკან ბელგიური პაჩვორკია (ერთმანეთზე გადაკერებული ჭრელა-ჭრულა ნაჭრები), საწოლზე კი, როგორც ბეატა ამბობს, მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი, უნაზესი და ურბილესი ქაშმირის მწვანე პლედია გადაფარებული. ყველა დეტალი კომფორტისთვის და სიამოვნებისთვისაა შექმნილი. „ოთახები ძირითადად კომპოზიციებისგან შედგება. ყველას სჭირდება ჰარმონია, თუმცა ცოტა არეულობაც საჭიროა“, ამბობს ბეატა.

დიდი სავარძელი იოზეფ ფრანკის “ბარანკილას” პრინტით ნაზ ელფერს აძლევს სათამაშო ზონის კუთხეს. იქვე BTC-ს ორიგინალური სანათი  და კუთხის მაგიდა დგას. ეს ყველაფერი  მოთავსებულია ვინტაჟური ტალღოვანი ხის შირმის წინ. Le Corbusier-ს დიზაინით შთაგონებულ კარადებში ბევრი რამის შენახვაა შესაძლებელი.

სამზარეულოში “Rattan Loggia”-ს ბარის სკამები Sane-სგან, მინის და სპილენძის ერთობლიობით დამზადებული სანათები აძლიერებს ახალი კუნძულის ტექსტურას, რომელიც შედგება შეღებილი ფიჭვისა და მიკროცემენტისგან. უკანა კედელს ამშვენებს 1970-იანი წლების Pragotron-ის წითელი  საათი და Teeboks-ის თაროები.

სტუდიაში, იოსეფ ფრანკის ‘ანაკრეონის’ ფარდები ხაზს უსვამს ოთახის კედლებს და ჭერს.

„ფილიპ ჯეფრისის ზღვის ბალახისფერი კედლები სტუმრების ოთახში ქმნის მიმზიდველ ატმოსფეროს, რომელსაც კარგად ერწყმის იაპონური საწოლის გადასაფარებლის და ბალიშების თბილი ფერები.“

მთავარ საძინებელში კედელზე გამოყენებულია თანამედროვე ბელგიური კედლის ქსოვილი. საწოლთან დგას ორი სპეციალურად გაფორმებული წითლად შეღებილი კომოდი, რომლებიც მსუბუქ ტონებთან კონტრასტს ქმნის. ამ ყველაფერს ემატება მდიდრული, თბილის, მწვანე ქაშმირის საბანი  და ისამუ ნოგუჩის ნათურა.

იცხოვრე შენი ცხოვრებითსათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობასm2ის კამპანიაგაბედესწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკაგაბედეს“ წარმდგენია m2

1956 წელს დაპროექტებული მყუდრო სახლი ოსტინში

სალბისფერი მწვანე ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის