in

სახლი მიწის ქვეშ – WillemsenU-ს არქიტექტურული ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

დღევანდელ სტატიაში ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში მდებარე სახლის შესახებ გიყვებით, რომელსაც მას სხვა შენობებისგან ის განასხვავებს, რომ მისი ნახევარი მიწის ქვეშ არის აშენებული და სახურავი მინდვრის საფარითაა დაფარული, რის გამოც შენობა „მიწისქვეშა სახლის“ სახელითაა ცნობილი.

სახლში განთავსებული ოთახები სხვადასხვა ჯიშის ველური მცენარეებითაა გარშემორტყმული. არქიტექტორების მთავარი მიზანი ის იყო, რომ შენობა მთის ნაწილი გამხდარიყო და ოთახებს ხედი ნიდერლანდების ბუნებაზე ჰქონოდა.

სახლის ის ნაწილი, რომელიც მიწის ზემოთაა აშენებული, მისი უცნაური არქიტექტურული სტილითაა გამორჩეული, ხოლო თავად შენობა ენდემური ხეებისგან დამზადებული მასალითაა ნაშენები.

შენობას ხის ნაცვლად შუშის კედლები აქვს. შესასვლელ ნაწილში ვხვდებით მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს, საიდანაც სახლის წინ განთავსებული ვერანდაც ჩანს.

ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. შენობას ერთი საძინებელი აქვს და დანარჩენი სივრცე კედლების გარეშე, მხოლოდ ავეჯითაა გაწყობილი.

არქიტექტურული სტუდია:  WillemsenU

ფოტოგრაფი:  Rob van Esch, Stijn Poelstra.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავაკეთოთ არჩევანი პარკეტსა და ლამინატს შორის?

სკანდინავიური სტილის ბინა ვაკეში შავ-თეთრი აქცენტებით — აკა ნანიტაშვილის ინტერიერი