in

თანამედროვე ოჯახის სახლი ნიუ-იორკის შემოგარენში – ტამარა მეიგლის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ტამარა მეიგლმა ვინტაჟის, თანამედროვე ხელოვნებისა და საკოლექციო ობიექტების მეშვეობით ახალგაზრდა წყვილისთვის მყუდრო სივრცე შექმნა.

სახლის მფლობელი ორშვილიანი ახალგაზრდა წყვილია, რომლებმაც ხმაურიანი ნიუ-იორკის დატოვება და ქალაქგარეთ გადაბარგება გადაწყვიტა. ამასთან, ოჯახს ძველი ფართი უკვე აღარ ჰყოფნიდა. ახალ საცხოვრებლად წყვილმა სქარდეილი ამოირჩია.

ახალი საცხოვრებლის დაგეგმვისას წყვილმა დიზაინერი ტამარა მეიგლი (Tamara Magel) მოიწვია. პროექტის არქიტექტორთან თანამშრომლობით ოჯახმა იატაკის საფარისა და მოსაპირკეთებელი მასალებისა იდეალური ვარიანტები შეარჩია. საბოლოოდ კი ახალგაზრდა ოჯახისთვის იდეალური სივრცის შექმნა მოხერხდა.

ორ სართულიან სახლში სამზარეულო, სასადილო, შემოსასვლელი, მომცრო მისაღები, ვრცელი საძინებელი და მყუდრო საბავშვო ოთახი განთავსდა.

სინათლითა და ჰაერით სავსე ოთახები დიზაინერმა საგულდაგულოდ შერჩეული ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშებით შეავსო. მათი ნაწილი დიზაინერის საავტორო ნამუშევრებია, ნაწილი თანამედროვე მწარმოებლებთან ნაპოვნი და დანარჩენი ვინტაჟური სტილის საკულტო ობიექტებია. მაგალითად, მისაღებში მოთავსებული ორი სავარძელი „Wassily“.

ცალკე ყურადღების ღირსია მარმარილოთი მოპირკეთებული სააბაზანო, რომელსაც რეტრო სტილის მოოქროვილი შემრევები ამშვენებს. ეს ოთახი მომქანცველი დღის შემდეგ დასვენებისთვის სახლის განსაკუთრებული ადგილია.

ხელოვნების ნიმუშების არჩევის დროს მეიგლმა არტ-დიზაინერ ანდრეა ჰეიზენს (Andrea Hazen) მიმართა. მსოფლიო დონის მხატვრების ნამუშევრებმა, რომელთა შორის დონალდ დჟადი, ლუიზ ბურჟუა, ვერა ლიუტერი, სტენლი უიტნი, სესილი ბრაუნი და სხვებია, არამხოლოდ შეავსო ინტერიერი, არამედ მფლობელების პირად გემოვნებას გაუსვა ხაზი. ეს ნამუშევრები ზედმეტად სერიოზულს და აკადემიურს არ ჰგავს და იმავდროულად ახალგაზრდა ოჯახის ენერგიულობას და დინამიურობას კარგ აკომპანირებას უწევს.

ტამარა მაგელის კარგად გათვლილმა სტილისტურმა გადაწყვეტილებებმა სახლში განუმეორებელი კომფორტის განცდა გააბატონა, რომელსაც აქ მოხვედრილი უკლებლივ ყველა სტუმარი მძაფრად შეიგრძნობს. თანამედროვე ესთეტიკის, დახვეწილი დეტალების, ნატურალური მასალებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების მეშვეობით, ტამარა ისეთ ინტერიერებს ქმნის, რომელიც დროის ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს.

როგორი უნდა იყოს ახალაშენებული კომპლექსის ინფრასტრუქტურა – ის, რაც ბინის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი მაროკოულ სტილში