in

ტყეში ჩაძირული სახლი – idsp arquitetos საუცხოო ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ადგილი, რომელზეც პროექტი განხორციელდა, ხასიათდება ხის მასივის, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ჯიშის მცენარეულობის არსებობით. ადრე ეს სივრცე წვეულებებსა და სოციალურ აქტივობებს მასპინძლობდა, მაგრამ შემდეგ მან ცვლილება განიცადა და ახალი სახლისთვის მომზადდა. მას აქვს მცირე დახრილობა ჩრდილო-აღმოსავლეთით, მუდმივი დაცული ტერიტორიისკენ, რომელიც მოიცავს ტბას, ჭალას და დიდ ძირძველ ხეებს. სწორედ არეალის სილამაზემ განსაზღვრა დიდწილად პროექტი – სახლი ლანდშაფტთან ინტიმური ურთიერთობით შეიქმნა.

იმისათვის, რომ სახლი ირგვლივ არსებულ ფლორასთან და ფაუნასთან ყოველდღიური კონტაქტის ხელშეწყობის მიზნით, ხის მწვერვალების სიმაღლეზე განთავსებულიყო, შეიქმნა ქვის პოდიუმი, რომელიც ტექნიკურ ზონას იცავს და იტევს პატარა აუზს, რომლის ფორმაც ნაკვეთის კუთხეს ერგება. ამ გეომეტრიულ ტრაპეციულ ბლოკს (პოდიუმს) კი დიდი მეგალითური წარმონაქმნი ეყრდნობა.

ინტერიერში გამოყენებული შიშველი ბეტონისა და ხის კომბინაცია სივრცეს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. ფანჯრების სიმრავლე, გარდა ოთახების შუქით ავსებისა, თვალწარმტაც ბუნებასთან განსაკუთრებული სიახლოვის შეგრძნების საშუალებას იძლევა.

ნამუშევარი ცდილობს, რომ პეიზაჟს პროთეზის მსგავსად მოერგოს: ის მშვენივრად ავსებს ხეების მიერ დატოვებულ სიცარიელეს. სახლი ბუნებრივად გამოიყურება, მაგრამ ბუნების სირთულეების მიბაძვას არ ცდილობს. პატარა და ფრაგმენტული შენობა, ალბათ, თავშესაფარზე მეტია და „პავილიონის“ ხასიათს იძენს.

შექმნილია რა დრამონდის “O Costante Dialoso”-ს ხელახალი წაკითხვის შემდეგ, სახლი პოემის ატმოსფეროს ერთგვარ „მატერიალურ თარგმანს“ წარმოადგენს. ეს არის სახლი-პავილიონი, რომლიდანაც შეგიძლიათ ფრინველების, ფოთლების, ქარის, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოძრაობას დააკვირდეთ.

 

არქიტექტურული სტუდია: idsp arquitetos.

მთავარი არქიტექტორი: Susanna Moreira.

ფოტოგრაფი: Manuel Sá.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

„ანარეკლი” — მრავალფეროვანი დიზაინის მქონე სარკეები, რომლებიც დამკვეთთან ერთად იქმნება

რა უპირატესობა აქვს ბეტონის დეკორატიულ ფილებს აივნისა და ეზოს მოპირკეთებისას?