in

ვინტაჟური მაღაზიის მეპატრონეების სახლი რეიმსში

Banner M2
Banner M2

ვინტაჟური მაღაზია „Nomibis“-ის მფლობელები ყველაზე საინტერესო ნივთებს დროებით საკუთარ სახლში აბინავებენ. დაგროვილი კოლექცია ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის.

იდეალური კომპოზიცია და სტილიზებული სცენები, რომლებიც გამუდმებით იცვლება და შთაგონების მუდმივი წყაროა. ასე ცხოვრობენ ვინტაჟური მაღაზიის მფლობელები – ფაბიენ ნიმიბისი და პასკალ ბისსონი რეიმსში, რომლებმაც თავიანთი სახლი ონლაინ საგამოფენო დარბაზად აქციეს.

ფაბიენისა და პასკალის სახლში ონლაინ მოგზაურობის ჩატარება მათი ვებ გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი. ონლაინ ვინტაჟური დახლი და ინსტაგრამი ამას მარტივად აგვარებს. წყვილი უნიკალურ ნივთებს ფრანგულ ბაზრობებზე ეძებს და ონლაინ ყიდის, ამიტომ ყოველი მონაპოვარი გარკვეული დროის განმავლობაში მათი საკუთარი სახლის ინტერიერის ნაწილი ხდება. ფოტოების თვალიერებისას გასაყიდი ნივთის და უბრალოდ ინტერიერის ელემენტების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, სწორედ ეს გარემოება ონლაინ შეძენის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოწონებული ნივთის წაღება მაღაზიის მეპატრონესთან პირადი მიმოწერით არის შესაძლებელი.

საბოლოოდ, თითოეული პატარა კარადა, თარო და ოთახი, რომელიც „Nomibis“-ის პროფილის სურათებშია აღბეჭდილი, ძალიან ბუნებრივი და დეტალურია. მნახველს მათი დიდხანს თვალიერების სურვილი უნდება. მოხდენილი პატარა მაგიდა ერთ დღეს შეიძლება წყვილი ლიმონისფერი სანთლით იყოს მორთული, მომდევნო დღეს კი მასზე შესაძლებელია ვინტაჟური სარკე ან სანათი აღმოჩნდეს.

“ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება, ეს გარემო არავის მოაწყენს. კიდევ ერთი დადებითი მხარე: „ჩვენ იმას ვყიდულობთ, რაც თვითონ მოგვწონს … ამიტომ თუ რომელიმე ნივთის გაყიდვას ვერ ვახერხებთ, მას ყოველთვის შეუძლია ბინა ჩვენს სახლში დაიდოს“. – ამბობენ ფაბიენი და პასკალი.

წყვილის სახლი ყოველთვის ათასობით საინტერესო დეტალითაა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი თავის ნავსაყუდელს ტოვებს და მას სხვა ანაცვლებს, აქ მუდმივად ფრანგული შარმისთვის დამახასიათებელი რომანტიული განწყობაა.

Homeisინსპირაცია: 10 მისაღები ოთახის დიზაინი ღია თაროებით

საიდან უნდა დავიწყოთ ინტერიერზე მუშაობა – 7 პრაქტიკული რჩევა