in

სახლი სახლზე — Bloot Architecture-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ბომენბურტში, 1930-იანი წლების უბანში, რომელიც ჰააგის ცენტრსა და სანაპიროს შორის მდებარეობს, Bloot Architecture-ის დამფუძნებელმა გადაწყვიტა თავისი ბინის ფართობი დაშენების საშუალებით გაეზარდა და ამისთვის პროექტი თავად შექმნა.

ბომენბურტის ურბანული სტრუქტურა შედგება 3-ფენიანი შენობების ბლოკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ისე ახლოს არის განლაგებული, რომ რომელიმეს თავზე დამატებითი ფენის დამატება დანარჩენ გარემოზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. დამატება დახვეწილად არის ინტეგრირებული კონტექსტში, მაგრამ მისი ფორმა და მატერიალიზაცია 1930-იანი წლების რაიონის აგურის არქიტექტურას ეწინააღმდეგება.

დაშენებულ სტრუქტურას სახლის ფორმა აქვს. ეს ქმნის ძლიერ კონტრასტს არსებულ, სწორი ზედაპირის მქონე, სახურავებთან. დახრილი სახურავი ასევე იძლევა საშუალებას, რომ დამატებითი სივრცის სიმაღლე უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი დაშენების შემთხვევაში.

ახალი სივრცე 3 საძინებელს იტევს, რომელთაგან ორი (პატარა) ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მთავარი საძინებელი — მთელი ოჯახისთვის. ამ უკანასკნელის მზისგან გაცხელების თავიდან ასაცილებლად, დიზაინში ჩართულია ხის 6 გასაგორებელი შირმა. ეს მეპატრონეებს აძლევს არჩევანს, ისიამოვნონ სრული ხედით ან გამოიყენონ ისინი მეტი კონფიდენციალურობისთვის.

ღია ნაცრისფერი ფისოვანი იატაკი ხის თბილ ინტერიერთან გლუვ კონტრასტს ქმნის. ფართი, რომელიც არსებულ მეორე სართულზე გახდა ხელმისაწვდომი, გათვალისწინებულ იქნა ამ რენოვაციაში და სააბაზანოდ გადაკეთდა.

დაშენებული მოცულობის გარე ნაწილი ფოლადით არის დაფარული, რაც აგურის შენობასთან შედარებით გამოკვეთილად და განსხვავებულად გამოიყურება. გარდა ამისა, ის მოგვაგონებს კლასიკურ პარიზულ, თუთიის მასალისგან დამზადებულ სახურავებს, რომლებიც ხშირად ქვის კონსტრუქციებს აგვირგვინებს.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

სად შევიძინო სამზარეულოს ზედაპირი? – 9 მაღაზია თბილისში

ინტერიერის სივრცითი მოწყობა და სტრუქტურა – შორენა თაყაიშვილის ხედვა