in

პროვანსული სახლი საფრანგეთის პატარა სოფელში

Banner M2
Banner M2

Maison Aumône არის პროვანსული სახლი, რომელიც საფრანგეთის პატარა სოფელში — მერინდოლში, Petit Luberon-ის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ის გვთავაზობს ულამაზეს ხედებს ბორცვებზე და კედარის ტყეზე, რომელიც აგარაკს გარს აკრავს. ეს სახლი შესანიშნავი ვარიანტია იმ შემთხვევისთვის თუ გსურთ, ტიპური პროვანსული ცხოვრება განიცადოთ. სახლთან ახლოს მდებარე მომხიბვლელ სოფლებს მოკირწყლული ქუჩები და ბაზრები ამშვენებს. ამ მხარეში ასევე ნახავთ ვენახებს, ალუბლის ბაღებს, ზეთისხილის კორომებს და უძველეს ტყეებს.

სახლი ხელახლა გარემონტდა, რათა აღბეჭდილიყო მისი მოკრძალებული წარსული. ინტერიერის თითოეული ნაწილი, ადგილობრივი აღმოჩენები და უნიკალური ავეჯი, საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.

სახლი ზუსტად ისეთია, როგორც ფრანგულ აგარაკს შეეფერება. პირველ სართულს აქვს ქვის ულამაზესი იატაკი, ხოლო ხის კოჭები ინტერიერში შესანიშნავად არის წარმოჩენილი.

ამ ინტერიერში ტელევიზორს ვერ ნახავთ. აქ თქვენ დაუკავშირდებით ბუნებას, ცხოვრების ტემპს შეანელებთ, მოუსმენთ ფრინველებს და მიმდებარე ლანდშაფტის თვალწარმტაცი ხედებით დატკბებით.

მისაღებ ოთახში გვხვდება სასადილო მაგიდა, რომელიც ექვს ადამიანს იტევს. ბუხარში მოთავსებული შეშის ღუმელი ცივ თვეებში სივრცეს სითბოთი და სიმყუდროვით უზრუნველყოფს.

სახლს აქვს ორი ორადგილიანი და ერთი ერთადგილიანი საძინებელი, ასევე ორი სველი წერტილი საშხაპეებით.

გარეთ ულამაზესი ბაღი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის დასასვენებლად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასადილოდ, წიგნების წასაკითხად და უბრალოდ იმისთვის, რომ გარემოთი დატკბეთ.

როგორ შევქმნათ მიმზიდველი ინტერიერი ხელმისაწვდომ ფასად? – ანი მაჭავარიანის რჩევები

ელექტროკარნიზები – ძირითადი მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე