2018 წელს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში XX საუკუნეში აშენებული სკოლა თანამედროვე სახლებად გადაკეთდა. ეს ოთხსართულიანი სახლი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. მას აქვს მაღალი ჭერი, დიდი ფანჯრები და ლოფტის სტილის არქიტექტურა, რაც ამ სივრცეს საოცრად მყუდრო და ოჯახურ საცხოვრებლად აქცევს.
179 კვადრატული მეტრის სახლს აქვს ოთხი საძინებელი, დიდი სამზარეულო და საცხოვრებელი ფართი მაღალი ჭერითა და წვდომით ბაღთან. სამზარეულოსთან ახლოს გამოყოფილია ცალკე ოთახი ტელევიზორისთვის, რომელსაც მომხიბლავი ხედები აქვს ბაღზე.
ღია გეგმარირების სამზარეულო და სასადილო სივრცის მაქსიმალურად გაზრდასა და ათვისებას უზრუნველყოფს. ჭერს ძალიან უხდება ხის აქცენტები და ნახევრად შეღებილი ვარდისფერი კედელი, რომელიც საინტერესო კონტრასტის შეგრძნებას აღძრავს.
იატაკის საფარს თითოეული ოთახი ერთიან მთლიანობაში მოჰყავს და მას სუფთა და თანამედროვე იერს სძენს.
მფლობელებმა შექმნეს ცივი და თბილი მასალების სასიამოვნო ნაზავი. იატაკი და ფოლადის კიბე კარგად ეხამება ხის კარადებს და ხავერდის დივანს.
პირველ სართულზე განთავსებულ სივრცეში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო, რომელიც დიდ ხიბლს მატებს საერთო ინტერიერს. ხისფერ აქცენტებსა და მწვანე მცენარეებს აქ დახვეწილი, ბუნებრივი ხასიათი შემოაქვთ.
მეორე სართულზე განთავსებულია მთავარი საძინებელი არის გრანდიოზული სივრცე მაღალი ჭერით, უზარმაზარი ფანჯრებით და ცალკე გამოყოფილი სააბაზანოთი.
ბავშვების საძინებელი განლაგების მხრივ ერთმანეთის მსგავსია, თუმცა განსხვავდება ჭერის დეტალებით.
საოჯახო აბაზანა წარმოადგენს დიდ სივრცეს ორმაგი საშხაპით, რომელიც კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, აქცენტები აქაც ხისფერი დეტალების შავ და თეთრ ფერებთან დაბალანსებაზეა გაკეთებული, რის ხარჯზეც სასიამოვნო ბალანსი და ერთიანობა იგრძნობა.
მთლიანობაში პროექტი საკმაოდ ვრცელი და მყუდროა. თითოეული სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული, რაც უზრუნველყოფს ფუნქციურ და ღია სივრცეებს. დამატებით კი, სახლს აქვს მშვენიერი ბაღი, რომელიც იდეალურია დასასვენებლად.