in

მოგონებებით აღსავსე სახლი ტაილანდში

Alliance Group
Alliance Group

ათწლეულების განმავლობაში განცალკევებით ცხოვრების, განვითარების, სწავლისა და საზღვარგარეთ მარტო მუშაობის შემდეგ, მფლობელს სურს დაბრუნდეს ტაილანდში, მშობლიურ სახლში, რომელიც დედასთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრებაში შეუწყობს ხელს. ეს არის საცხოვრებელი, რომელიც ორი სხვადასხვა ასაკის ადამიანის საჭიროებებს ითვალისწინებს.

სახლი ძველი საცხოვრებლის ადგილზეა აშენებული. ის მჭიდროდ არის გარშემორტყმული მეზობელი სახლებით და როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის დიზაინი მიზანმიმართულად ასახავს მოგონებებს, რომლებიც მეპატრონეებმა წლების განმავლობაში მშობლიურ სამეზობლოში დააგროვეს. დიზაინერმა გადაწყვიტა, მფლობელების აქტივობებისა და ცხოვრების წესის განსხვავების გამო, შესასვლელები გამოეყო. ბუნებრივი სინათლისა და სუფთა ჰაერის უზრუნველსაყოფად, ორივე მხარეს ბაღი ამშვენებს.

რაც შეეხება შენობას, სახლი ორსართულიანია. პირველი სართული განკუთვნილია დედისთვის. აქ განლაგებულია ისეთი საერთო ზონებიც, როგორიცაა სამზარეულო და სასადილო ოთახი. ზედა სართულზე კი ვაჟი ცხოვრობს.

ინტერიერის სტილი რამდენიმე ავეჯზეა ფოკუსირებული. ეს ნაბიჯი მხოლოდ გამოყენების მოქნილობის თვალსაზრისით არ გადადგმულა, მესაკუთრის ერთ-ერთი მოთხოვნა მშენებლობის ბიუჯეტის გაკონტროლება იყო. სივრცეში არქიტექტურისა და ინტერიერის უწყვეტობა შიშველი ზედაპირების წარმოჩენით მიიღწევა. ეს ყველაფერი თვალებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. უფრო საინტერესო ატმოსფეროს შესაქმნელად, მფლობელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ინტერიერი სხვადასხვა დეკორაციებითა და მფლობელის კოლექციებით გააფორმონ.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც რადიატორი არ თბება — დაჰაერების ინსტრუქცია

არქიტექტურა, როგორც უანგარო სიყვარულისა და დაუღალავი შრომის უწყვეტი პროცესი – ინტერვიუ მარიამ სუპატაშვილთან