ჩილეში, რანკოს ტბასთან XX საუკუნის ბოლოს აშენებული სახლი დგას, რომელიც ყურადღებას მისი არქიტექტურული სტილითა და განსაკუთრებული ადგილმდებარეობით იქცევს. პროექტი 2019 წელს შეიქმნა და 400 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.
დიზაინზე მუშაობისას კლიმატმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სანტიაგოს სამხრეთით მდებარეობს, სადაც ნალექის რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 1800მმ-ია, მზის შუქი სახლის უმეტეს ნაწილს პირდაპირ ეცემა და ათბობს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.
სწორედ ამ დეტალის გათვალისწინებით გადაწყვიტეს არქიტექტორებმა ეზოს სივრცის მოწყობა, რომელიც ენდემური ჯიშის მცენარეებითაა მდიდარი. მოგვიანებით პროექტი ისე დააგეგმარეს, რომ ეზო სახლის ძირითად კონცეფციად იქცა, რომელიც გარე და შიდა სივრცეს შორის ერთგვარ გადასვლას ქმნის.
ეზო სახლს ყველა მხრიდან აკრავს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზე ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს ათბობს და ბუნებრივი სინათლის გარეშე მცირე მანძილიც არ რჩება.
სახლის ერთი ნაწილი ტბას გადაჰყურებს, უკანა ნაწილი კი მთებსა და ტყეს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე იდეალური გარემო იქმნება ტბასთან მობინადრე მცენარეებისა და ცხოველებისთვის.
სახლის მეპატრონემ შეძლო, რომ კონსტრუქცია ერთ წელზე ნაკლებ დროში აეშენებინა და სამუშაოები არც წვიმიან, თოვლიან ან ძალიან მზიან დღეებში შეჩერებულიყო.
როგორც ექსტერიერში, ასევე ავეჯის სახითაც, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალაა გამოყენებული, რომელმაც შეამცირა ხარჯები და თავის მხრივ, წვლილი შეიტანა ეკოლოგიაზე ზრუნვის პროცესებში.
არქიტექტორები: Catalina Poblete, Guillermo Hevia García
ფოტოები: Nicolás Saieh
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”