სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ვიეტნამში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 218 კვადრატული მეტრია. შენობა „შუქურას მთის“ სიახლოვესაა განთავსებული და პროექტი ითვალისწინებს მის გამოყენებას გასაქირავებლად ტყეში დამსვენებლების მსურველებისთვის. არქიტექტორებისთვის მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ ნგრევა და ზემოქმედება გარემოზე, მეპატრონეებისთვის კი შეემცირებინათ წინასწარ გამოყოფილი ხარჯები.
„ვუნგ ტაუს“ სანაპირო ცნობილია მისი მდიდარი ქვიანი პლაჟებით, სადაც ადგილობრივები და ტურისტები სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები დაღამებიდან გათენებამდე და იღებენ უამრავ ემოციას. ხალხი აქ მოდის, რათა სიმშვიდე ტალღებისა და ქვების შეჯახების შედეგად გამოწვეულ ხმაურში იპოვონ, რაც ამ სახლის ექსტერიერშიც შესანიშნავად აისახა.
პროექტის მშენებლობისას შთაგონება სწორედ ზღვა და სანაპირო გახდა. არქიტექტორებმა გააქრეს საზღვრები ინტერიერსა და ექსტერიერს, არქიტექტურასა და ლანდშაფტს შორის, რასაც მიაღწიეს გარემოს პირდაპირ ინტერიერში ჩაშენებით და მათი ფუნქციურ ელემენტებად გარდაქმნით, ბალახები და ხეები სახლში სასიამოვნოდ შემოდის და სტუმრებს მრავალფეროვან ხედს სთავაზობს.
დიზაინი პატივს სცემს გარშემო არსებულ რელიეფს და მაქსიმალურად ზრუნავს მის უსაფრთხოდ შენარჩუნებაზე.
არქიტექტურული სტუდია: Hoohoo Studioo
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”