სახლების დიზაინი და კონცეფცია ძალიან განსხვავდება ტრადიციულისგან. ეს ერთგვარი მშვიდი, მოწყვეტილი ადგილია მაიორკას ტრამუნტანას მთებში, რომლის პროექტიც არქიტექტურულ სტუდია Mar Plus Ask-ს ეკუთვნის. პროექტი იმითაც გამოირჩევა, რომ ენერგოეფექტურია და მოიხმარს წვიმის წყალს, მზის ენერგიასა და აქვს ხის ფეჩი.
შენობის მთავარი მიზანი იყო ის, რომ არტისტების, მწერლებისა და არქიტექტორებისთვის შექმნილიყო სივრცე, სადაც შეძლებდნენ განმარტოებას და მშვიდად მუშაობას.
ორი პატარა სახლი შემოფარგლულია ძალიან ძველი, ათასი წლის ზეთისხილის ხეებით. პირველი ბლოკი დასაძინებელი სივრცეებია, მეორე კი სამზარეულო და მისაღები.
“პირველი რეაქცია რაც ტერიტორიის ნახვის დროს გვქონდა, იყო რომ შეგვექმნა ისეთი არქიტექტურული პროექტი, როგორსაც ეს ადგილი იმსახურებდა” – ამბობს არქიტექტორი მარ ვისენსი.
“რაშიც გაგვიმართლა ის იყო რომ, მსგავსი ფუნქციის სახლები ადგილზე უკვე დაგვხვდა”
სახლები შიგნით მთლიანად ერთი ფერი – ვარდისფერია, ჭერის ღიობებიდან შემოდის ბუნებრივი განათება და ჭარბად გამოყენებულია ადგილობრივი ქვა.