სულ მალე ივლისი დადგება, ტემპერატურა კი სულ უფრო და უფრო იმატებს. ახლა ტრადიციულად კონდენციონერების ბუმია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის გარეშე ზაფხულს ვერ გავუძლებთ..
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ძნელად დასაჯერებელია – ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში გადაურჩნენ აუტანელ სიცხეს კონდიცირების გარეშე. როგორ? სახლში სწორი გეგმარების საშუალებით.
რეალურად, უამრავი მდგრადი დიზაინი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც სახლში სითბო ნარჩუნდება, ან პირიქით – ჰაერი თავისუფლად მოძრაობს და კონდიცირება საჭირო აღარაა.
ამ სტატიაში გიზიარებთ კონდიციონერის ჩანაცვლების მარტივ გზებს:
დახურეთ თქვენი ჟალუზები
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია ისეთი მომენტი, როცა დიზაინერი რეკომენდაციას ბუნებრივი სინათლის თავიდან არიდებას უწევს – რეალურად, ზაფხულში სახლში სიცხეს სწორედ დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე, ანუ მზე იწვევს. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფანჯრის მინები ნაკლებგამტარი შუშებით ან სულაც დახუროთ ჟალუზები და ნაკლებად შემოუშვათ მზის სხივები სახლში დილის 11 საათიდან შუადღის 3 საათამდე.
გააღეთ ფანჯრები
მრავალი სახლი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე და კონდიცირების დაწყებამდე აშენდა, შექმნილი იყო ბუნებრივი, ფანჯრების მეშვეობით ვენტილაციისთვის. სახლის საპირისპირო მხარეს ფანჯრების გაღებით, შეგიძლიათ შექმნათ ჯვარედინი ვენტილაცია ბუნებრივი ნიავისთვის.
რამდენიმესართულიანი სახლის ვენტილაცია
თუკი რამდენიმესართულიან სახლში ცხოვრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს თქვენი სახლის ვენტილაციას. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ, ზედა სართულებზე გააღოთ ფანჯრები და ჰაერი კიბეებისა თუ სხვა ვერტიკალური ჭრილების მეშვეობით ზემოდან ქვემოთ იმოძრავებს და სახლში ჰაერი მთლიანად შეიცვლება.
ხოლო იმისათვის, რომ კიდევ უფრო წარმატებით შესრულდეს ვენტილაცია, ჰაერის ნაკადის გასაზრდელად შეგიძლიათ დააყენოთ ფანჯრის ვენტილატორი ერთ კუთხეში.
შეიტანეთ წყლით გაგრილების ალტერნატივა
თუ თქვენ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც ცხელი და მშრალი ზაფხულია, წყალით გაგრილების ალტერნატივის შექმნა (თუნდაც, აუზი, შადრევანი და ა.შ) ეზოში კარგი ხერხია პირდაპირ ჰაერის გასაგრილებლად. წყლის აორთქლებისას ის აცივებს ჰაერს და ქმნის მიკროკლიმატს.
დათესეთ მცენარეები საკვანძო ადგილებში
კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლის გასაგრილებლად, არის მცენარეების გაშენება იქ, სადაც ჩრდილის ქონა მნიშვნელოვანია ან ქარი უბერავს. გარე ჟალუზების მსგავსად, სტრატეგიულად განლაგებულ ხეებსა და ბუჩქნარს შეუძლია დაჩრდილოს ფანჯრები ისე, რომ თავიდან აიცილოთ მზის პირდაპირი სხივები შიდა სივრცეში.