სახლის მოწყობა, დიზაინის შერჩევა და საჭირო ავეჯის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია. როდესაც საცხოვრებლის ინტერიერზე ფიქრობთ, არ არსებობს “სწორი” და “არასწორი” ფერები ან რაიმე კონკრეტული წესები, თუმცა არსებობს რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ რას უნდა ავარიდოთ თავი ოთახის მოწყობის დროს.
დასაწყისისთვის, ეცადეთ არ აირჩიოთ სრულად ერთი ფერის დეკორი. თეთრი სახლი ან კრემისფერი დეტალები ყოველთვის ლამაზი და დახვეწილია, მაგრამ მუქი ფერების გამოყენების დროს თქვენი სახლი ხიბლსა და კომფორტის შეგრძნებას დაკარგავს.
მოერიდეთ მკვეთრი და მუქი ფერების გამოყენებას. ფერადი დეკორაციების შექმნით სახლში ქაოსისა და არეულობის ეფექტი დარჩება, რომელიც როგორც თვალს, ასევე გონებასაც აღიზიანებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ განათება სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ოთახში ნათურების ფერი ავეჯისა და კედლების მიხედვით უნდა შეირჩეს და მაქსიმალურად ერგებოდეს სახლის დიზაინს. გახსოვდეთ, რომ არასწორად შერჩეულ განათებას შეუძლია სახლის მთლიანი ხიბლის გაქრობა.
ამასთან, დიზაინერები გვირჩევენ სხვადასხვა ოთახებში ერთი და იმავე ფერისა და მასალის იატაკს. იატაკი ერთიანობისა და დახვეწილობის ეფექტს ქმნის და კიდევ უფრო დიდ სივრცეს აჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის მოწყობა ინდივიდუალური პროცესია და მეპატრონის შეხედულებებსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, ბალანსი, რიტმი და კონტრასტი ის ელემენტებია, რომლებზე ყურადღების გამახვილებასაც ექსპერტები ყველაზე მეტად გვირჩევენ.