in

7 ხერხი სახლში განწყობის ასამაღლებლად

Still life details of home interior on a wooden table with a Cup of tea, the concept of coziness and home atmosphere .Living room

თუ თქვენი სახლი ისევე იდეალურად გამოიყურება, როგორც ეს ინტერიერისა და დიზაინის პრიალა ჟურნალებშია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასში კომფორტული ცხოვრების მაქსიმალური ზღვარია მიღწეულია. არსებობს პატარა დამხმარეები, რომელთა ინტერიერში გამოყენებით, სახლში ყოფნისას თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ. ეს მეცნიერულად დადასტურებულია.

ყოველ კვირას თავი ახალი ყვავილებით გაათამამეთ და სივრცის დამამძიმებელი უსარგებლო ნივთები მოიშორეთ. ჩვენ გაგაცნობთ მარტივ იდეებს, რომელთა წყალობითაც ბინის აურა დასვენებისთვის განგაწყობთ და ბედნიერებას შეგმატებთ.

1. მწვანე ან ყვითელი კედლები

ამსტერდამის რიეს უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მრავალ ფერთა შორის, ეს ორი ელფერი ბედნიერ ემოციებს იწვევს. მაგრამ ფრთხილად იყავით, ეს გაჯერებული ფერებია და არაა რეკომენდირებული ყველა კედლისთვის. დაიცავით ზომიერება.

2. ახალი ყვავილები

რაც უნდა სევდის მომგვრელი იყოს გამხმარი ყვავილების გადაყრა და ფიქრი, რომ ფული ამაოდ იქნა დახარჯული, ამ ამბავს როგორც თქვენს პირად ბედნიერებაში განხორციელებულ ინვესტიციას, ისე მიუდექით. რატერის უნივერსიტეტის (სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, აშშ ) კვლევების თანახმად, ახალი ყვავილების ცქერა ბედნიერების შეგრძნებას იწვევს და ასევე კმაყოფილების გრძნობას გვჩუქნის. ამიტომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყიდეთ და აჩუქეთ საკუთარ თავს ის პიონები ან ვარდები, რომლებსაც დღეს მაღაზიაში გვერდი აუარეთ.

3. სენტიმენტალური ფოტოსურათები

თუ თქვენს ტუმბოზე დევს წიგნი, რომელსაც თქვენ კითხულობთ, დევს ჭიქა წყლით, მაგრამ არ არის ჩარჩოიანი ფოტოსურათები, მაშინ თქვენ რაც შეიძლება მალე გჭირდებათ რამდენიმე საოჯახო ფოტოს დამატება. პორტსმუტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ ფოტოსურათების დათვალიერებას დადებითი ემოციები და სიმშვიდის განცდა მოაქვს. შეიძლება თქვენ კედელზე რაიმე კომპოზიციის შექმნა მოგეწონოთ, რომლის ცენტრალური ამბავი თქვენი ცხოვრების განსაკუთრებით ნათელი მომენტები იქნება.

4. ვანილის სანთლები

მიზეზი, რის გამოც დაძაბული დღის ბოლოს სანთლის დანთება ასეთი სასიამოვნოა, მისი წვის ცქერა და მოდუნებაა. აღმოჩდა, რომ სანთლის არომატი ასევე მნიშვნელოვანია და შეიძლება გავლენა იქონიოს სულიერ მდგომარეობაზე. “თუ თქვენ გინდათ თქვენი ხასიათის გაუმჯობესება, დაანთეთ რამდენიმე ვანილის სანთელი” – ნათქვამია “Chemical Senses” – ის გამოკვლევაში.

5. ყვავილების არომატი

სხვა დროს, როცა სახლისთვის არომატების არჩევას დააპირებთ, გაიხსენეთ ყვავილის კვირტები. ყნოსვის რეცეპტორები ტვინის იმ მონაკვეთთანაა დაკავშირებული, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. ფსიქოლოგიური მეცნიერებების ასოციაციის (APS) კვლევების თანახმად, ყვავილების არომატი ხელს უწყობს ბედნიერების განცდის გაძლიერებას.

6. გასწორებული საწოლი

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ მარტივ ყოველდღიურ ჟესტს, როგორიცაა საწოლის გასწორება. ეს დღის “სწორი ფეხით” დაწყებაში გვეხმარება. ონლაინ გამოკითხვების თანახმად გამოკითხულთა 71 პროცენტი, რომელიც საწოლს ასწორებს, თავს ბედნიერებად მიიჩნევს, ხოლო 62 პროცენტი იმათგან, რომლებიც ამას არ აკეთებს, ამბობენ რომ უბედურნი არიან. შესაბამისად, ღირს დილით 2 წუთის დახარჯვა იმისთვის, რომ ოთახი მოვაწესრიგოთ და უფრო ბედნიერად ვიგძნოთ თავი.

7. მოწესრიგებული სახლი

კალიფორნიის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, არსებობს კავშირი კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) მაღალ დონესა და ქალებს შორის, რომლებსაც სახლში დიდი რაოდენობით ნივთები აქვთ. ეს ნიშნავს რომ, რაც მეტი ნივთია სახლში, მით მეტია სტრესი. ხშირ შემთხვევაში სახლში არსებული აურზაური პირადი წარუმატებლობის ასოცირებას იწვევს. იმისთვის, რომ უფრო მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ, აუცილებელია პერიოდულად რამდენიმე ნივთი მოვიშოროთ.

ეს გახლავთ მარტივი რჩევების სერია, რომელთა შესრულება დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი საკუთარ სახლში.

ხელოვნების შედევრებით გაწყობილი ნიუ-იორკის ბინა

რას გულისხმობს “Loft” სტილი ინტერიერის დიზაინში