in

5 გზა სახლში საშემოდგომო განწყობის შემოსატანად

სეზონის ცვლილება სახლში ცვლილებების განსახორციელებლად ერთ-ერთი საუკეთესო მიზეზია. შემოდგომას სითბო და კომფორტი მოაქვს და საშუალებას გვაძლევს, რომ ინტერიერი სადა, დახვეწილი ფერის დეკორით გავამდიდროთ.  გთავაზობთ 5 მარტივ და საინტერესო გზას, რომელიც შემოდგომის სეზონზე მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ:

გამოიყენეთ საშემოდგომო ფერთა პალიტრა

წელიწადის ეს დრო გამხმარი ფოთლების ყავისფერ ელფერთან და სიყვითლესთან ასოცირდება, თუმცა ასევე უხდება წითელი და ნარინჯისფერი ფერებიც. თბილი, მოოქროსფრო ინტერიერი სწორედ ისაა, რაც თქვენს სახლს საშემოდგომო იდილიას შეუქმნის.

შექმენით სითბო და კომფორტი

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა არც ყველაზე ცივი სეზონია და დროის უმეტესობას გარეთ ატარებთ, სახლში კომფორტული კუთხის მოწყობა აუცილებელია. კომფორტის მიღწევაში ყავისფერი ფარდები, თბილი საბანი და ცხელი ჩაი დაგეხმარებათ.

შეიძინეთ ხალიჩა, ნახატი ან კედლის საათი

შესაფერისი განწყობის შესაქმნელად ყველაზე მეტად სახლის კედლები დაგეხმარებათ. აარჩიეთ მოყავისფრო ელფერის მქონე დეკორაციები, განათავსეთ ისინი მისაღები ოთახის კედლებზე და საშემოდგომო ხასიათს მაშინვე იგრძნობთ.

შეიძინეთ შემოდგომისთვის დამახასიათებელი ნივთები

გააწყვეთ თქვენი მაგიდა ქოთნებით, ყვითელ-ნარინჯისფერი ჭურჭლით და არ დაგავიწყდეთ არც შემოდგომისთვის შესაფერისი მცენარეების შეძენა.

გააწყვეთ სახლი დეკორაციებით

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მცენარეები, მიწა და სხვა დეტალებიც ბევრად უფრო მიმზიდველია, შემოდგომის ფერებში გაწყობილი დეკორი სწორედ ისაა, რაც თქვენს სახლს სიმყუდროვისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. შეიძინეთ ხის დეკორაციები, სკამები ან თიხის ჭურჭელი და მოათავსეთ სამზარეულოში.

ძველი სამლოცველოს საინტერესო გარდასახვა — მყუდრო სახლი ინგლისში

როგორ შევარჩიოთ აბაზანის ნიჟარა? – 4 გასათვალისწინებელი ფაქტორი