თუ ახალ წელს ხვდები ქალაქგარეთ/სახლში
ბევრი ძველი წლის გაცილებას და ახალი წლის შეხვედრას ოჯახთან ერთად ამჯობინებს, ბევრიც გარემოს შეცვლას არჩევს და ამ დღეს აგარაკზე მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. თუმცა, სადაც და ვისთან ერთადაც არ უნდა ხვდებოდეთ მას, კიდევ უფრო დასამახსოვრებელი ახალი წლის შექმნისთვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
თუ ახალ წელს ხვდები მეგობრებთან ერთად აგარაკზე
შექმენით განსაკუთრებული ფლეილისტი
ახალ წელს ყველაზე სასიამოვნო პერიოდებსა და მოგონებებს ვიხსენებთ. ხშირად ისინი კონკრეტულ მუსიკალურ კომპოზიციებთან ასოცირდება. ამიტომ, გირჩევთ, საახალწლო მელოდიებთან ერთად, ერთ ფლეილისტში მოუყაროთ თავი იმ სიმღერებსაც, რომლებიც მეგობრებს ერთად გატარებულ საუკეთესო პერიოდებს გაგახსენებთ.
შექმენით თქვენი მეგობრობის ამსახველი ფოტოალბომი
ფოტოები ყველაზე სასიამოვნო მომენტებს უფრო ხელშესახებს ხდის. ამიტომ, თქვენი მეგობრობის ამსახველი ფოტოების შეკრებას, მათ ქრონოლოგიურად დაწყობასა და ერთ ალბომად გაერთიანებას გირჩევთ. წლის ბოლო დღე ყველაზე კარგი დროა იმის გასახსენებლად, თუ რამდენი რამ გაიზიარეთ ერთად.
შეარჩიეთ და წინასწარ დაგეგმეთ სახალისო თამაშები
„სიმართლე თუ მოქმედება“, „მე არასდროს“, სამაგიდო თუ სხვა ტიპის თამაშები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. გაიხსენეთ, რას თამაშობთ ხოლმე ყველაზე ხშირად მეგობრები ან სცადეთ ახლები. ამაში მობილური აპლიკაციებიც დაგეხმარებათ.
თუ ახალ წელს ხვდები ოჯახის წევრებთან ერთად სახლში
თავი მოუყარეთ ოჯახურ ვიდეოებს
ციფრულ ერაში მშობლები თავიანთი შვილების ყოველ ნაბიჯს ფოტოებზე ან ვიდეოებზე აღბეჭდავენ. ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ნაჩქარევად გადაღებული ეს ვიდეოები სულ ცოტა ხანში უნიკალურ მასალად იქცევა და მათი შემდეგ აღმოჩენა კიდევ უფრო ამაღელვებელი გახდება. წლის ბოლო დღეს სწორედ ამ უნიკალური მასალის ხელახლა ნახვას გირჩევთ.
უყურეთ საახალწლო ანიმაციურ ფილმებს შვილებთან ერთად
ბავშვებისთვის საოჯახო ვიდეოებზე მეტად სასიამოვნო, ალბათ, საახალწლო ანიმაციური ფილმების ყურებაა. ამიტომ, აუცილებლად გამონახეთ დრო, მოკალათდით შვილებთან ერთად ტელეეკრანებთან და ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე შეიქმენით საახალწლო განწყობა.
აითვალეთ საათები ახალ წლამდე
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი კიდევ უფრო რომ გაიხალისოთ და თქვენს შვილებსაც ასიამოვნოთ, ასეთ რამეს გირჩევთ. გაბერეთ იმდენი ბუშტი, რამდენი საათიც ახალ წლამდეა დარჩენილი. თითოეული მათგანს დააწერეთ საათები, მაგალითად, 18:00, 19:00 და ასე განაგრძეთ 12:00-მდე. თითო საათის გასვლისას გახეთქეთ შესაბამისი ბუშტი, ახალი წლის დადგომისას კი, ბოლო ბუშტის გახეთქვის დროც მოვა. ამ გზით ბავშვებს მოლოდინის პროცესს უფრო გაუხალისებთ.
გაამზადეთ განსაკუთრებული საახალწლო სუფრა
არ აქვს მნიშვნელობა აგარაკზე ხვდებით ახალ წელს თუ სახლში, განსაკუთრებული საახალწლო სუფრის შექმნა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ეს კი ხარისხიანი და გემრიელი ინგრედიენტების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, გირჩევთ, მათ შესაძენად ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს ესტუმროთ. ის პრემიუმ ხარისხის ევროპულ პროდუქციას ერთ სივრცეში უყრის თავს და ფასებიც ყველაზე ხელმისაწვდომი აქვს.
ევროპროდუქტში შეიძენთ უგლუტენო ხორცპროდუქტებს და თევზეულს. დაგხვდებათ რძის ნაწარმის უდიდესი არჩევანიც. მათ შორის, ისეთი ბრენდების, როგორებიცაა დანიური არლა, ფინური ვალიო და ჰოლანდიური ფრიკო. თუ კერძებისა და ნამცხვრების დასამზადებლად საუკეთესო კარაქს ეძებთ, არჩევანის შეჩერებას ლურპაკის ორგანული კარაქზე გირჩევთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიან პროდუქტად მიიჩნევა.
ტკბილეულის მომარაგებასაც ევროპროდუქტში შეძლებთ. მის მაღაზიებში ექსკლუზიურად შემოაქვთ ისეთი ევროპული ბრენდების ნაწარმი, როგორებიცაა Anthon Berg, Ritter Sport, Mozart Reber, Royal Dansk, Walkers, Cachet და სხვა.
მხედველობაში აუცილებლად მიიღეთ ისიც, რომ ევროპროდუქტის სპეციალურ სექციებში უშაქრო, გლუტენისგან და ლაქტოზისგან თავისუფალი პროდუქტების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.
ევროპროდუქტის მაღაზიებს საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ ესტუმროთ ან შეიძინოთ პროდუქტები ონლაინ მისამართზე: europroduct.ge.
[R]