in

Saltviga House — ადგილობრივ ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ნორვეგიაში

Alliance Group
Alliance Group

Saltviga House არის დასასვენებელი სახლი, რომელიც ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის ნაზად ერწყმის ჩრდილოეთის ტყეს და ადაპტირდება ადგილობრივი ლანდშაფტის დეტალებთან.

პროექტის განხორციელებისას ყურადღება გამახვილდა რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე — წარმოების პროცესში გამოყენებულ იქნა ნარჩენი მასალები, რომლებიც გადამუშავდა.

შენობისთვის ხის ელემენტების წარმოება და აწყობა სამუშაო პროცესში ჩართული დურგლებისა და მომწოდებლების კოლექტიურ ცოდნას ეყრდნობოდა. გარე ფასადისთვის მუხის ხისგან დამზადებული თითოეული (სულ 12,000-ზე მეტი) ნაჭერი სადურგლოში წინასწარ გამზადდა, გაიბურღა და დამუშავდა მინიმალური ნარჩენებით.

შედეგად ვიღებთ სახლს, რომელიც ლანდშაფტს იდეალურად ერწყმის და სკაგერაკის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს. ტერიტორიის რელიეფის ცვლილების თავიდან აცილების მიზნით, შენობა საგულდაგულოდ არის ადაპტირებული ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობთან. სახლის სამი დანაყოფი ხუთ განსხვავებულ დონეზეა განლაგებული. ეს სამი დანაყოფი გარეთ ქმნის ორ განსხვავებულ სივრცეს — ქარისგან დაცულ ეზოს, რომელიც ტყისკენ არის მიმართული და ღია გემბანს, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.

მაშინ, როდესაც მუხის გარე ფასადი დროთა განმავლობაში გარემოს შეერწყა ვერცხლისფერ-ნაცრისფერი შეფერილობა მიიღო, შიდა მოპირკეთება კვლავ თბილ, მოთეთრო ფერს ინარჩუნებს, რასაც ნეიტრალური ბეტონის იატაკი აბალანსებს.

არქიტექტურული ფირმა: Kolman Boye Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რით ჩავანაცვლოთ სამზარეულოს ზედა კარადები? – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი

რემონტის შეცდომები: დაკო ბახტურიძის გამოცდილება