in

იდეები მცირე ზომის სამრეცხაო ოთახის მოსაწყობად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სამრეცხაო ოთახი ის სივრცეა, რომელიც ნებისმიერ სახლში უნდა არსებობდეს. ეს არის ზონა, სადაც შესაძლებელია სარეცხის გარეცხვა, დაუთოება და დახარისხება. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მცირერიცხოვან ოჯახებშიც კი საკმაოდ ბევრი სარეცხი გროვდება ერთი დღის განმავლობაში, სამრეცხაო ოთახი არის საუკეთესო გამოსავალი იმ “ვიზუალური ხმაურისგან” თავის ასარიდებლად, რომელსაც დახვავებული სარეცხი ან გასაუთოებელი ტანსაცმელი ქმნის. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ შემთხვევაში პატარა კარადაც კი დიდ შედეგს იძლევა და საკმაოდ უმარტივებს დიასახლისებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ სამრეცხაო ოთახს უმთავრესად პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის დიზაინზე ფიქრი არ ღირს. ქვემოთ მოცემული პროექტები დასტურია იმისა, რომ ყველაზე პატარა სივრცეშიც კი შესაძლებელია ისეთი სამრეცხაო ოთახის მოწყობა, სადაც დროის გატარება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ გაზის წყლის გამათბობლის შერჩევისას?