in

სამსახურში დასაძინებლად შექმნილი პირველი სავარძელი

ფოტო: Inc.com

კომპანიების საკმაოდ დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ დღისით ძილს დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც თანამშრომლისთვის, ასევე კომპანიის საქმიანობისთვის. ამის დასტურია ბევრი კვლევის შედეგიც; დღისით 20-წუთიანი ძილი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა თავიდან მოიკრიბოს ძალა, უკეთ მოახდინოს კონცენტრაცია, გახდეს უფრო ეფექტური და პროდუქტიული. 

ამ მოსაზრებას ბოლომდე იზიარებენ ცნობილი კომპანიები Google, Uber, PwC, Zappos, Cisco, P&G და ოფისებში ძილისათვის განკუთვნილი ადგილები აქვთ მოწყობილი.

2003 წელს, შექმნილი მოთხოვნის საპასუხოდ, დანიურმა კომპანიამ “Metronaps”-მა შექმნა პირველი სავარძელი, რომელიც სამსახურში დაძინების საშუალებას მისცემდა დასაქმებულებს. 

კაფსულის ფორმის სავარძელი არ იკავებს დიდ ადგილს და ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს. მისი განთავსება ღია ოფისის ერთ კუთხეშიც კი შესაძლებელია. “Energy pod” ერგონომიულია, გააჩნია მაღვიძარა, გარე ხმის დამხშობი სისტემა და ინტეგრირებულ ყურსასმენებში სარელაქსაციო მუსიკის ჩართვაც კი არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სავარძლის შეკვეთისას მყიდველს შეუძლია როგორც კაფსულის ფერის არჩევა, ასევე, ზედ ლოგოს ან სლოგანის დატანა.

სავარძლის ფასი $13,000-დან იწყება.

 

ფოტო: metronaps.com

ფოტო: sleepreviewmag.com

რა შეცვალა პატარა სახლების მშენებლობის ტენდენციამ არქიტექტურაში

ჭაღების გამორჩეული დიზაინი