მათთვის, ვინც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს შინ ატარებს, სახლის ოფისის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ყველა ბინაში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის თითოეულ წევრს, რომელსაც დისტანციურად მუშაობა უწევს, სრულფასოვანი სამუშაო სივრცე ჰქონდეს. ბოლო წლების ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია სახლის ოფისის საძინებელში მოწყობაა. ამისთვის კი კომპაქტური მაგიდა და ლეპტოპი სავსებით საკმარისია. სამუშაო და ძილისთვის განკუთვნილი სივრცეების შესანიშნავად გაერთიანების მრავალი მაგალითი არსებობს, დღეს კი თქვენთვის ყველაზე წარმატებული ვარიანტები მოვამზადეთ. გადახედეთ და შეარჩიეთ თქვენი ფავორიტი.