in

7 რჩევა სახლში კომფორტული სამუშაო ზონის მოსაწყობად

ზაფხულის დასრულებასთან ერთად სამუშაო პროცესიც განახლდა და ადამიანების უმეტესობას სურს სახლში კომფორტის მოწყობა იმისთვის, რომ მუშაობა მაქსიმალურად მყუდრო გარემოდან შეძლოს. არსებობს რამდენიმე მარტივი გზა, რომლის საშუალებითაც თქვენს ოთახს იდეალურ საოფისე სივრცედ აქცევთ.

შეარჩიეთ ოფისისთვის შესაფერისი ავეჯი

სამუშაოდ კომფორტული მაგიდის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სამზარეულოს მაგიდასთან ან საძინებელში მუშაობა. ეცადეთ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინვენტარი, სკამი, საოფისე ნივთები და სხვა.

შეარჩიეთ განათება

თანამედროვე სამყაროში განათებების განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა. შეარჩიეთ ისეთი ნათურა, რომელიც თქვენს ხასიათს ყველაზე კარგად ერგება და სამუშაო პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

დისციპლინა და დასვენება

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ განტვირთვა ყველას უნდა, მოიწყვეთ სივრცე, სადაც განმარტოებასა და დასვენებას შეძლებთ.

დაიცავით წესრიგი

სამუშაო სივრცეში ყველაფერი მოიძებნება, თუმცა მათი ხშირი დალაგება და მოწესრიგება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მოერიდეთ თქვენი მაგიდის არასაჭირო ნივთებით გადატვირთვას და ეცადეთ, ისინი დროულად მოიშოროთ თავიდან.

შეიძინეთ მცენარეები

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მცენარეები დადებითად მოქმედებენ თქვენს პროდუქტიულობაზე, გონებას ეხმარებიან დასვენებასა და სწორად მუშაობაში.

ჩამოწერეთ საქმეები სპეციალურ დაფაზე

კარგი იქნება თუ ყოველდღიურად გააკეთებთ სიას, რომლის მიხედვითაც არაფრის გაკეთება დაგავიწყდებათ და სამუშაოსაც შეიმსუბუქებთ.

გამოყავით დრო შესვენებისთვის

დააბალანსეთ თქვენი შესვენებები, გამოყავით ერთი ან ნახევარი საათი რომელსაც კვებასა და დასვენებას დაუთმობთ.

ღრუბლების შთაგონებით შექმნილი საბავშვო ბაღი ჩინეთში

როგორ შევარჩიოთ სახლისთვის სიზმართმჭერები?