გასაკვირი არ არის, რომ “მეტროს ფილები” პოპულარულია სამზარეულოს გასაფორმებლად. ისინი იაფია, ადვილად იწმინდება და ასევე, უსასრულოდ მრავალმხრივია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გარემოში იყენებთ ამ ფილებს – მეტროს ფილები არასოდროსაა მოდიდან გადასული იერის მქონე. სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა მინიმალურად გსურთ სამზარეულოს ინტერიერის შეცვლა თუ – სრულად, მეტროს ფილები ის გამოსავალია, რომელიც ამ ადგილის რადიკალურად გარდაქმნაში დაგეხმარებათ. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:
ფილები მთლიან კედლებზე
თუკი ამ მასალის გამოყენება გსურთ, ერთ-ერთი კარგი ვარიანტია მისი მეშვეობით სრულად შეავსოთ კედლები. ეს თქვენს სამზარეულოს უფრო სუფთას გახდის, რაგანაც მის გაწმენდას მარტივად შეძლებთ ყოველთვის.
დამალეთ ფილები
ამ სამზარეულოში იატაკიდან ჭერამდე ხის ფასადი ფარავს კარადებსა და მაგიდებს. თუ გსურთ, გამოიყენოთ ფილები უკანა ფონად, მაგრამ თქვენ გაქვთ რაიმე უფრო გლუვი და თანამედროვე მხედველობაში, განიხილეთ მსგავსი დიზაინის კონცეფცია. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ ორივე მასალა თვალსაჩინო გახადოთ.
გამოიყენეთ ფილები მხოლოდ ნახევარად
ეს მეტროს ფილების გამოყენების კლასიკური ვარიანტია – ის, ამ შემთხვევაში, ნამდვილად თამაშობს გამანეიტრალებლის როლს, რადგანაც ფილები მწვანე ფერთან ერთადაა გაკეთებული და ერთგვარად მის დასაბალანსებლადაა გამოყენებული.
იყავით ეკლექტური
ეს სამზარეულო იმის დასტურია, რომ მეტროს ფილებს ინდუსტრიულ, თანამედროვე გარემოსთან შერწყმაც კი შეუძლია. აქ ვხვდებით ბეტონის იატაკს, რეტრო წითელი სკამს, კლასიკურ შავი ვიტრაჟებს, ულტრა გლუვ კუნძულსა და მარტივ მეტროს ფილებს. ეს ყველაფერი ერთად კი ეკლექტურ, მაგრამ თანმიმდევრულ მთლიანობას ქმნის.
დაბლოკეთ ფერი
მეტროს ფილები გვთავაზობს უამრავ სივრცეს შემოქმედებისათვის სამზარეულოში. ამ სამზარეულოში არსებული ზეთისხილისფერი ფილების ორი ზოლი სწორედ იმისთვისაა შემოტანილი სივრცეში, რომ დაბლოკოს თეთრი ფილები და სივრცე გამოაცოცხლოს. ასე რომ, შეგიძლიათ, მეტროს ფილები სხვა ფერის ფილებთან ერთადაც გამოიყენოთ.
დარჩით ნეიტრალური
მეტროს ფილები შესანიშნავი არჩევანია მაშინ, როცა დანარჩენი სივრცე ნაცრისფერია – ის იდეალურად ეწყობა მონოქრომულ, სპილენძის კარადებსა და მოწყობილობებს. ამიტომაც, თუ არ გსურთ სივრცის გადატვირთვა, დარჩით ნეიტრალური და მხოლოდ ამ ფილებით შემოიფარგლეთ.
დაიცავით თქვენი შპალერი
თუ თქვენ გიყვართ შპალერი და ის ყველა ოთახში გსურთ, ეს სულაც არაა გასაკვირი, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამზარეულოში მას მოფრთხილება სჭირდება, რადგანაც ის შეიძლება, მარტივად დატენიანდეს. ამიტომაც, სითხეების გაფრქვევის ყველაზე აქტიურ მხარეს უმჯობესია კვლავაც ფილები გამოიყენოთ ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.