in

4 ფერი, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ სამზარეულოში – დიზაინერების რჩევები

იმის გადაწყვეტა, თუ რა ფერში შევღებოთ სამზარეულო, არ არის ადვილი ამოცანა. სამზარეულო სახლის ცენტრია, სადაც ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და ამიტომ გვსურს, შევარჩიოთ ფერი, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება. ინტერიერის დიზაინერები აქცენტის გაკეთებას გვირჩევენ ფერებზე, რომლებიც გარკვეული წლების გასვლის შემდეგაც მოდური იქნება, დამატებით კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საღებავის ხარისხი, რომელმაც დროს უნდა გაუძლოს.

ყველამ, ვინც თვალს ადევნებს ფერების უახლეს ტენდენციებს, იცის, რომ წელს განსაკუთრებულად პოპულარული იყო ფერადები ტონები და ექსპერიმენტული გადაწყვეტილებები, რადგან ყოველივე ეს ასახავს ჩვენს უნიკალურ პიროვნებასა და სტილს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ფერები, რომლებიც უბრალოდ არ ერწყმის კარგად სამზარეულოს ატმოსფეროს.

ფერი საკმაოდ სუბიექტურია და რეალურად, არც ერთი მათგანის გამორიცხვა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად მოგვწონს, მაგრამ დიზაინერები მაინც გამოყოფენ რამდენიმე ტონს, რომელიც სამზარეულოში არ უნდა გამოვიყენოთ.

მკვეთრი წითელი

ყველამ ვიცით, რომ ფერს სივრცის სრულად გარდაქმნის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი და მკვეთრი ფერები შეიძლება ზღაპრულად გამოიყურებოდეს, საჭიროა გარკვეული სიმამაცე მათი დიზაინში გამოყენებისას, რადგან ამ ფერებს დიდი რისკები ახლავს თან.

მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი წითელი საკმაოდ პოპულარული არჩევანია, როდესაც ფერად სამზარეულოზე ვსაუბრობთ, ალისფერი და მსგავსი თამამი ფერები შეიძლება ძალიან ცუდად ჩანდეს, განსაკუთრებით უფრო კაშკაშა და ნათელი განათების ქვეშ, რომელიც, როგორც წესი, ხშირად გამოიყენება სამზარეულოსთვის.

ეს ფერი ქმნის დრამატულ განწყობას და ჩვენში ზედმეტად დამღლელ შეგრძნებას იწვევს, ამიტომ უმჯობესია თავიდან ავირიდოთ ის. სანაცვლოდ, სცადეთ უფრო მშვიდი მიწიერი ტონები, რათა სახლის ეს ნაწილი მყუდრო და კომფორტული გახდეს. თუ თქვენ მაინც გსურთ თქვენი სამზარეულოს ფერთა პალიტრაში ნათელი წითელი ფერის დამატება, იფიქრეთ მის გამოყენებაზე უფრო პატარა დეტალების, მაგალითად სახელურების და სხვა დეკორაციების სახით.

კლასიკური თეთრი

თეთრი სამზარეულო კლასიკური და ძალიან პოპულარული არჩევანია. უმრავლესობისთვის, კაშკაშა და ცივი თეთრი სასიამოვნოა, რადგან ის ოთახს სუფთასა და საინტერესოს ხდის. მაგრამ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს ფერი ოთახს სიცივესა და არაპრაქტიკულ შეგრძნებას ანიჭებს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეთრი ფერის სამზარეულოს საინტერესოდ მოწყობა შეუძლებელია, მაგრამ სცადეთ, შეარჩიოთ შედარებით უფრო თბილი და რბილი ფერები, როგორებიცაა ნაზი ვარდისფერი ან კრემისფერი. თეთრი ფერი კი გამოიყენეთ ზედაპირებისთვის.

მუქი ყავისფერი

ყავისფერი შეიძლება არ ჩანდეს როგორც საკამათო ფერი სამზარეულოსთვის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც აქცენტები ბუნებრივ და მიწიერ ტონებზე კეთდება, თუმცა, ასეთმა ფერმა შეიძლება სივრცე არამიმზიდველად აქციოს.

რა თქმა უნდა, ყავისფერი იდეალური ფერია თანამედროვე იერსახის შესაქმნელად, მაგრამ ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ გსურთ, სამზარეულოში ნეიტრალურ ფერთა სისტემა გქონდეთ, მუქი ყავისფერი ჩრდილების შერჩევამ შეიძლება ის თვალისთვის მომაბეზრებლად და უინტერესოდაც კი აქციოს.

ყავისფრის შემთხვევაში წარმატების გასაღები ფერების დაბალანსებაა. მაგალითად, უნდა მოერიდოთ მუქი კაკლის კარადების გამოყენებას ყავისფერი კედლების ფონზე. სცადეთ ყავისფრის უფრო ღია ტონები, მაგალითად, მუქი კრემისფერი, რომელიც მშვიდ და ბუნებრივ განწყობას შექმნის.

ყვითელი

როგორც საკმაოდ ფერადი და ხალისიანი ფერი, ყვითელი შეიძლება სამზარეულოსთვის კარგი არჩევანი ჩანდეს. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ყვითელი კეთილდღეობის მომტანი ფერიც კი არის. ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მზიანი და ნათელი სივრცე სწორედ ამ ფერის გამოყენებით შექმნათ. თუმცა, ეს არის ტონი, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები სამზარეულოში გამოსაყენებლად გვირჩევენ.

სინამდვილეში, ასეთ ფერებს შეუძლიათ ადვილად აქციონ სამზარეულო მოძველებულ, დახურულ და სტრესულ ზონად. მაგრამ, შეგიძლიათ ყვითელი ფერები კედლების ნაცვლად, კარადებზე, დეკორაციების სახითა და აქსესუარებად გამოიყენოთ, რათა ოთახში ამ ფერის არსებობა ზედმეტად გამაღიზიანებლად არ იგრძნობოდეს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

19 აპრილიდან მომხმარებლებს კომფორტერის სრულ კოლექციაზე 24%-იანი ფასდაკლება და საჩუქარი დახვდებათ

სტუდიოს ტიპის ბინა არასტანდარტული გეგმარებით