არსებობს რამდენიმე მიზეზი სამზარეულოს აქსესუარების განახლებისთვის. ეს შეიძლება იყოს თქვენი სურვილი, მეტი დრო დაუთმოთ კულინარიას და ამ მხრივ ოჯახის წევრები გააოცოთ. ასევე, შესაძლოა, ჯანსაღი კვების რეჟიმის დაწყება გსურთ ან სულაც რამდენიმე ხნის წინ მეგობრის სახლში ნანახი ნივთების გამოცდა გაინტერესებთ საკუთარ სამზარეულოში. ერთი სიტყვით, მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, თუმცა მთავარი ის არის, რომ ახალი ნივთების შეძენა ყოველთვის კარგი იდეაა და გაზაფხული განახლებებისთვის მართლაც საუკეთესო პერიოდია.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ ნივთს, რომელიც თქვენი სამზარეულოს გადახალისებაში დაგეხმარებათ:
Ikea-ს თავსახურების დამჭერი
აღნიშნული ნივთი აუცილებელი აქსესუარია წესრიგის მოყვარული დიასახლისებისთვის. მისი დახმარებით თქვენ თავისუფლად შეძლებთ სხვადასხვა ტიპის თავსახურების ორგანიზებას და აირიდებთ თავიდან გადავსებულ უჯრებს. ნივთის შეძენა შესაძლებელია მაღაზია MYSA-ში და მისი ღირებულება 45 ლარს შეადგენს.
Zara Home-ის მაგიდის საწმენდი ჯაგრისი
გარდა იმისა, რომ აღნიშნული მაგიდის აქსესუარი საკმაოდ ორიგინალურია, ის ასევე ფუნქციონალურიც არის. მისი საშუალებით მარტივად შეძლებთ მაგიდის გადასაფარებლიდან პურის ნამცეცების გადაწმენდას ისე, რომ სუფრის აღება არ გახდეს საჭირო. ნივთის შეძენა Zara Home-ში 75 ლარად არის შესაძლებელი.
Ikea-ს ბამბუკის დანა-ჩანგლის სათავსო
ამ ნივთის საშუალებით თქვენი დანა-ჩანგალი და სუფრის სხვა აქსესუარები ყოველთვის მარტივად მოსაძებნი და ხელმისაწვდომი იქნება. რაც მთავარია, ამ ტიპის ორგანაიზერი საშუალებას მოგცემთ მასში მოთავსებული ნივთები ესთეტიურად ლამაზად გამოიყურებოდნენ და ამ მხრივაც მოგანიჭონ სიამოვნება. მოცემული სათავსოს ღირებულება MYSA-ში 100 ლარს შეადგენს.
Ikea-ს პლასტიკის უჯრაში ჩასაფენი
ამ ტიპის უჯრის საფენი კომფორტული და ბიუჯეტური გზაა ნივთების დასაორგანიზებლად. ამ მარტივი აქსესუარის დახმარებით თქვენი უჯრა ერთდროულად სივრცულიც იქნება და ამავე დროს, სხვადასხვა ზონებად დაყოფილიც. აღნიშნული საფენის ფასი 12 ლარს შეადგენს და მისი შეძენა მაღაზია MYSA-შია შესაძლებელი.
Ikea-ს თეფშების დამჭერი
იმ შემთხვევაში თუ თქვენ თეფშებს უჯრაში ინახავთ, ეს აქსესუარი ნამდვილი აუცილებლობაა თქვენთვის. მისი საშუალებით თეფშები მყარად იქნება დაფიქსირებული ერთ ადგილას და უჯრის გამოღება-დაკეტვის დროს მათი გატეხვის შანსი ნულამდე იქნება დაყვანილი. ამ ნივთის შეძენა MYSA-შია შესაძლებელი და მისი ღირებულება 57 ლარია
Zara Home-ის სამზარეულოს პირსახოცის დამჭერი
ეს ნივთი განკუთვნილია მათთვის, ვინც სადა დიზაინსა და ხის ფაქტურას ანიჭებს უპირატესობას ინტერიერში. მისი შეძენა მაღაზია Zara Home-ში 65 ლარად არის შესაძლებელი.
Ikea-ს პლასტიკატის კონტეინერი
მოცემული ნივთი მრავალფუნქციური დანიშნულების არის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მომცრო ზომის სამზარეულოს ნივთების შესანახად, ასევე საკვების ნარჩენების შესაგროვებლად. აღნიშნული კონტეინერის ფასი 19 ლარია და მის შეძენას მაღაზია MYSA-ში შეძლებთ.
Cole & Mason-ის მწვანილის შესანახი რეზერვუარი
ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის ეს ნივთი ნამდვილად შეუცვლელია. ამ სპეციალური რეზერვუარის საშუალებით შესაძლებელია მწვანილის პირვანდელი სახით შენახვა ხანგრძლივი დროით. მოცემული ნივთის შეძენა მაღაზია სუპერშია შესაძლებელი და მისი ღირებულება 65 ლარს შეადგენს.
Brabantia-ს ჭურჭლის საშრობი
მოცემული ჭურჭლის საშრობი ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. ის მარტივად იდრიკება და საჭიროების შემთხვევაში, მისი შენახვა დაკეცილ მდგომარეობაშიც შესაძლებელია. აღნიშნული ნივთის შეძენა მაღაზია სუპერშია შესაძლებელი. მისი სტანდარტული ღრებულება 116.80 ლარს შეადგენს, თუმცა ამ ეტაპზე მასზე მოქმედებს ფასდაკლება და მისი ღირებულება 81.80 ლარია.
Brabantia-ს სამზარეულოს ნიჟარის სათავსო
სამზარეულოს ნიჟარის სიახლოვეს ისეთ აუცილებელი ნივთების შენახვაა საჭირო, როგორიც არის ჭურჭლის სახეხი და საწმენდი საშუალებები. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს მოცემული აქსესუარი, რომელსაც სუპერის ქსელში შეხვდებით. ამ სათავსოს ფასი 69.80 ლარია.
Brabantia-ს ჭურჭლის ჯაგრისი რეზერვუარით
ეს არის ძალიან პრაქტიკული ნივთი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და მაღალი ფუნქციონალურობით. ეს არ გახლავთ უბრალო ჭურჭლის ჯაგრისი. მას გააჩნია ჭურჭლის სარეცხი სითხის რეზერვუარი, რომლის საშუალებით ნივთს “ორი ერთში” ფუნქცია ენიჭება. ამ ჯაგრისის შეძენა სუპერში 57.40 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო მიმდინარე ფასდაკლებით მისი ღირებულება 40.20 ლარს შეადგენს.
Zara Home-ის ცოცხი და აქანდაზი
თუ მინიმალისტური დიზაინის ცოცხსა და აქანდაზს ეძებთ, მაშინ ეს წყვილი თქვენთვის არის. მოცემული ცოცხი და აქანდაზი იმდენად სადაა, რომ ის თითქმის ნებისმიერ ინტერიერს ეხამება და არ არის ამოვარდნილი ძალიან დახვეწილი სამზარეულოს სტილიდანაც კი. ამ ნივთის შეძენა Zara Home-ის მაღაზიაში 95 ლარად არის შესაძლებელი.