in

10 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ნიჟარას შეიძენთ

სამზარეულოს კეთილმოწყობისას ნიჟარის შერჩევას ყოველთვის დიდ დროს ვუთმობთ, რადგან ეს ის ატრიბუტია, რომელსაც ყოველდღე აქტიურად ვიყენებთ. მნიშვნელოვანია, ნიჟარა მდგრადი და დახვეწილი იყოს, რათა ადვილად არ დაზიანდეს და სამზარეულოს ავეჯსაც მოუხდეს. ალბათ, მიხვდით, რომ დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც სამზარეულოს ნიჟარას შეიძენთ

1. „TEKA

TEKA“-ში მისულ მომხმარებელს გამორჩეული, მრავალფეროვანი სამზარეულოს ნიჟარების არჩევანი დახვდება. 200-ზე მეტი დასახელების მოდელი სხვადასხვა მასალისა და ფერისგანაა დამზადებული და გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთშია წარმოებული. ნიჟარებს ახლავს ყველა საჭირო აქსესუარი, ამიტომ  დამატებით მათი ძებნა აღარ მოგიწევთ.

2. „ROXY“ 

სამზარეულოსთვის სასურველი ნიჟარის შერჩევას „ROXY Georgia“-ს შოურუმშიც შეძლებთ, სადაც ევროპული პროდუქცია გელოდებათ. მოდელები ხარისხით, სანდოობითა და მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა. მოსახერხებელია ისიც, რომ ნიჟარის შეძენა შეკვეთით, დისტანციურადაც შეგიძლიათ.

3. „იდეალი“

იდეალი“ ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებელს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალის დიდ არჩევანს სთავაზობს. შოურუმში შესაძლებელია აბაზანისა და სამზარეულოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარის შეძენა, მათ შორის, განსხვავებული დიზაინის ნიჟარებისაც.

4. „იღბლიანი სახლი“

იღბლიანი სახლი“ კიდევ ერთი ადგილია, სადაც სამზარეულოს გასაახლებლად საჭირო მასალას შეიძენთ. საინტერესო, თანამედროვე დიზაინის მოდელებს მარტივად შეუხამებთ ნებისმიერი სტილის ინტერიერს და სამზარეულოსაც მეტ მყუდროებას შესძენთ.

5. „ზოდი“

თუ სამზარეულოში ქვის ნიჟარის დამონტაჟება გადაწყვიტეთ, „ზოდის“ შოურუმის მონახულება ნამდვილად ღირს. აქ წარმოდგენილი გრანიტის მოდელები ფერთა მრავალფეროვნებით, დახვეწილი ფორმებითა და საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა.

6. „ნოვა“

„ნოვა“ მომხმარებელს არაერთი საინტერესო პროდუქტით ანებივრებს, რომელთა შორისაა სამზარეულოს ნიჟარაც. აქ შეხვდებით სხვადასხვა ფორმისა და ფერის, უჟანგავი ფოლადისგან, ლითონისა და გრანიტისგან დამზადებულ ერთ- და ორდანაყოფიან მოდელებს.

7. „Bricorama

Bricorama“-ში ადვილად იპოვით სამზარეულოსთვის საჭირო ატრიბუტებს, რომლებსაც ინტერიერს ჰარმონიულად შეუხამებთ, სივრცეს გადაახალისებთ და მასში მეტ მრავალფეროვნებას შეიტანთ. ასე რომ, თუ ნიჟარას ეძებთ, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

8. „Mihouse“ 

ნიჟარის შერჩევისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას ხანგრძლივად გამოიყენებთ და ინტერიერის დიზაინიც დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. კიდევ ერთი ადგილი, სადაც სასურველ ნიჟარას შეარჩევთ, „Mihouse“-ია.

9. „დომინო“

ფერისა და ფორმის დიდი არჩევანი დაგხვდებათ „დომინოშიც“, რომელიც ყოველთვის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს. თუ სამზარეულოს განახლებას და აქსესუარების გამოცვლას გადაწყვეტთ, ჰიპერმარკეტის მონახულება კარგი გადაწყვეტილება იქნება.

10. „გორგია“

გორგიაში“ რემონტისა და სახლის კეთილმოწყობისთვის აუცილებელი მასალის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. აქ წარმოდგენილი სამზარეულოს ნიჟარები თქვენს საყვარელ ადგილს ფუნქციურ და კომფორტულ გარემოდ აქცევს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

პრაქტიკული სახლი ბრაზილიაში — „Estúdio Zargos“-ის პროექტი

საუკუნოვანი ხის სახლებისგან შექმნილი თანამედროვე ავეჯი “ვუდ კრაფტერსისგან”